11 თებერვალი, 2016
მარტივი საშუალება, გაარკვიოთ სინამდვილეში რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი
გამორთეთ თქვენი ლოგიკა დროებით - კითხვები მიმართულია თქვენი ქვეცნობიერისკენ. ნუ იფიქრებთ პასუხის გასაცემად, უბრალოდ დაწერეთ ის, რაც თავში მოგივათ:

1. წარმოიდგინეთ, რომ ვინმესთან ერთად ტყეში მიდიხართ. ვინ იქნებოდა ის?

2. მიდიხართ ტყეში და მოშორებით ცხოველს შენიშნავთ. რა ცხოველია?

3
. რა მოხდება მას შემდეგ, როცა თვალი თვალს შეხვდება?

4. აგრძელებთ ტყეში სვლას. გადიხართ მინდოში, სადაც თქვენი ოცნების სახლი დგას. როგორ აღწერდით მის ზომას?

5. გარშემორტყმულია თუ არა თქვენი ოცნების სახლი გალავნით?

6. შედიხართ სახლში. მიემართებით სასადილო ოთახისკენ სასადილო მაგიდის სანახავად. აღწერეთ რას
ხედავთ მასზე და მის გარშემო.

7. სახლს უკანა კარიდან ტოვებთ. მინდორზე კი ჭიქას ხედავთ. რომელი მატერიალისგან არის დამზადებული?

8. რა გააკეთეთ მისი დანახვისას?

9. მიხვედით ეზოს ბოლოში, რომლის შუაში სახლი დგას. იქ აუზია. რამხელა აუზია?

10. როგორ აპირებთ წყლის გადალახვას, იმისთვის რომ გზა განაგრძოთ?

თქვენს მიერ გაცემული ყველა პასუხი თქვენს ღირებულებებსა და იდეალებს წარმოადგენს. აი ასე ხდება მათი გაანალიზება:

1. ადამიანი, რომელიც თქვენთან ერთად მოდის, თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პირია.

2. წარმოსახვითი ცხოველის ზომა - ეს სინამდვილეში თქვენს ქვეცნობიერში არსებული პრობლემების ზომაა. რაც უფრო დიდია ცხოველი, მით მეტად გიჭირთ ცხოვრება.

3. თქვენი რეაქცია, ტყეში მოულოდნელ შეხვედრაზე - პრობლემების გადაჭრის მიმართ თქვენთვის დამახასიათებელი გამოხატულებაა (აგრესიული, პასიური ან გაქცეული).

4. სახლის სიდიდე, რომელიც დაინახეთ - თქვენი ამბიციების მოცულობაა.

5. თუ გალავანი არ აქვს, თქვენ გახსნილი და შინაგანად თავისუფალი ადამიანი ხართ. თუ აქვს. ე.ი. თქვენთვის მნიშველოვანია პირადი სივრცე და სხვებისგანაც იმავეს ელით. არც თავად შეხვალთ სხვის სივრცეში დაუკითხავად.

6. თუ ამ ოთახში ვერ დაინახავთ საჭმელს, ყვავილებს ან ადამიანებს, თქვენ ძალიან უბედური ადამიანი ხართ.

7. მატერიალის გამძლეობა, რომლისგანაც დამზადებულია ჭიქა - ეს მიანიშნებს თუ რამდენად მყარია თქვენი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ. ერთჯერადი, შუშის თუ ქაღალდის ჭიქა ნიშნავს, რომ თქვენი მომავალი ოჯახი ძალიან გაშინებთ. თუ ჭიქა მეტალის ან ფაიფურის აღმოჩნდება, სადარდებელიც არაფერი გაქვთ.

8. თქვენი ქმედება პირველ კითხვაში არსებული ადამიანის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას გამოარჩევს.

9. აუზის ზომა - თქვენი სექსუალური გემოვნების სიფართეა.

10. რაც უფრო მეტად "სველ" გზას აირჩევთ, მით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს სექსს თქვენს ცხოვრებაში.

ტესტი განსაზღვრავს თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობას მოცემულ მომენტში.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS