10 თებერვალი, 2016
12 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლებიც ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის
1. ადამიანები ისეთები უნდა მიიღოთ, როგორებიც არიან ან საერთოდ არ მიიღოთ.
რადგან მათი შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და ვერასდროს აქცევთ ისეთებად, როგორებიც გსურთ, რომ იყვნენ.

2. თქვენი ბედნიერება სხვა ადამინების ბედნიერებისგან განსხვავდება. რაც თქვენთვის არის მისაღები, შეუძლებელია სხვებისთვისაც იგივე იყოს მისაღები. თქვენ მსოფლიო მოსამართლე არ ხართ, რომ ახლობლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაჯოთ.

3. საკუთარ თავზე პასუხი თავად უნდა აგოთ სამყარო ბოროტი ადამიანებითაა სავსე და თქვენზე გავლენის მოხდენას ბევრი ეცდება. არავინ უნ
და მისცეს თავს უფლება დაუცველი იყოს. უნდა ისწავლოთ იყოთ გამტანი და პრინციპული, იბრძოლეთ სასურველის მისაღებად.

4. არ ხართ ვალდებული ოჯახის ყველა წევრთან ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდეთ. თუ ოჯახში რაიმე სახის ურთიერთობა თქვენს ცხოვრებას წამლავს, თქვენთვისვე აჯობებს თუ მსგავს ურთიერთობებს საზღვრებს დაუწესებთ.

5. ნუ შეგშურდებათ ადამიანების, რომლებიც თქვენს ასაკში გაცილებით წარმატებულები იყვნენ. ეს ენერგია საკუთარი მიზნების განსახორციელებლად მიმართეთ.

6. საკუთარი ღირსების გრძნობა - ეს ერთ-ერთი ყველაზი დიდი საჩუქარია, რაც საკუთარ თავს შეიძლება გაუკეთოთ. მისი აღმოჩენა კი ბევრად რთული საქმეა.


7. თუ თავს გამოიჭერთ იმაზე ფიქრში, რომ გამუდმებით კარგავთ სამსახურს, მეგობრებს, მნიშვნელოვან ურთიერთობებს, იქნებ დადგა დრო გამოტყდეთ, რომ ყველა პრობლემის მიზეზი თავად ხართ.

8. თქვენ არაფრის და არავის მიმართ არ ხართ ვალდებული
თუ პირიქით იფიქრებთ, ყოველთვის უბედურად იგრძნობთ თავს და ცხოვრებით უკმაყოფილო იქნებით.

9. დრო და დრო სისულელეების თქმა და ცოტა მოტყუებაც - ნორმალურია.

10. ვინც არ რისკავს, არც შამპანიურს სვამს!
თუ ხვდებით, რომ თქვენი სამსახური უკვე ყელში ამოგივიდათ, წადით. მიეცით თავისუფლება შინაგან მეს!

11. ხანდახან უმჯობესია ჯერ გააკეთოთ, ბოდიშის მოხდას კი ყოველთვის შეძლებთ.

12. უნდა შეგეძლოს დროზე გაჩერება. მაგალითად: წვეულებიდან თავის დროზე წახვიდეთ, რადგან დილის 4 საათის შემდეგ როგორც წესი აღარაფერი ხდება. ყველასთვის ცნობილი გრძნობაა, როცა მხიარულების გაგრძელება კიდევ გინდა. ისწავლეთ დროზე წასვლა, რადგან თუ ზედმეტი მოგივათ, მთელი გართობა ცუდად დასრულდება.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS