საქმე ის არის, რომ ქალი და მამაკაცი სახლს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ.
ქალითვის სახლი თავისი სტიქიაა, სამეფოა, სადაც ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. და როცა ხედავს, რომ რაღაც ისე არ არის, მის თავში განგაშის სირენა ირთვება, ყველაფერში ქმარს ადანაშაულებს და როგორც მთავარსარდალი, პირველ რიგში, სწორედ მისგან მოითხოვს ყველაფრის მოწესრიგებას.
რა არის სახლი მამაკაცისთვის? მამაკაცისთვის სახლი გამოქვაბულია, სადაც
ცხადია, ოჯახი თანაბარ მზრუნველობას და ვალდებულებების გონივრულ განაწილებას მოითხოვს, მაგრამ ჭკვიანი ქალი ყოველთვის ხვდება, როდის დათმოს, როდის აგრძნობინოს მამაკაცს, რომ სახლი ყველაზე საიმედო თავშესაფარი და დასყრდენია მისთვის. მამაკაცმა მშვიდად რომ იგრძნოს თავი, მისთვის აუცილებლია:
პატივისცემა
კაცი ასი პროცენტით უნდა იყოს დარწმუნებული, რომ შინ მისულს შეურაცხმყოფელი სიტყვებით არავინ მიმართავს, მით უმეტეს, თუ ოჯახში ცოლის გარდა სიდედრიც ცხოვრობს.
ყველას ერთნაირად არ უმართლებს, ამიტომ შეეცადეთ უპატივცემულობა არ გამოამჟღავნოთ. და თუ გულში მაინც ფიქრობთ: "უნიათო, არაფერი ამას არ შეუძლია" ან რაღაც ამის მსგავსს, იცოდეთ, რომ უკვე გაყრის გზას ადგახართ.
სიმშვიდე
მამაკაცს აქვს უფლება, მოითხოვოს სიჩუმე, ცოტა ხნით მაინც, და მშვიდად დაიძინოს. დაისვენოს ისე, რომ ყურში გამუდმებით უკმაყოფილო ბუზღუნი ან რამე სხვა ხმაური არ ჩაესმოდეს. თუ თქვენ მის სიმშვიდეს არ უფრთხილდებით, მისი შენარჩუნება გაგიჭირდებათ.
სილამაზე და ჰარმონია
შეიძლება მოდელი არ ხართ, მაგრამ ყველა მამაკაცს სიამოვნებს, როცა ცოლი თავს უვლის და ესთეტიკურად გამოიყურება. ასევე, როცა სახლში სისუფთავე და სიმყუდროვეა. შეეცადეთ, თქვენს საყვარელ მამაკაცს ეს სიამოვნება არ მოაკლოთ.
ენერგია
სახლი, ოჯახი ის ადგილია, სადაც დადებითი ენერგიით უნდა დაიმუხტოთ. ამიტომაც სიმშვიდესთან ერთად, კარგი იქნება, თუ მამაკაცს ხშირად მოუმზადებთ საყვარელ კერძებს, მისცემთ საშუალებას, უყუროს საყვარელ კინოს ან სპორტულ გადაცემას, დალიოს არომატული ღვინო...
რა თქმა უნდა, მამაკაცსაც აქვს თავისი ვალდებულებები, მით უმეტეს, თუ უნდა მიიღოს ყველაფერი ზემოთქმული, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.
სოფიო ბულაური