09 თებერვალი, 2016
რატომ ატარებდნენ გრძელ თმას ინდიელები, ამის წაკითხვის შემდეგ თმის შეჭრა აღარ მოგინდებათ
თანამედროვე კულტურაში მიჩნეულია, რომ ვარცხნილობა მხოლოდ მოდისა და პირადი გემოვნების საკითხია. სინამდვილეში ეს შეზღუდული შეხედულებაა.
გასული საუკუნის 90-იანი წლების დსაწყისში ამერიკელი ქალბატონის, სალის ქმარი ჰოსპიტალ VA Medical-ში-ში

ფსიქოლოგად მუშაობდა. ამ კლინიკის პაციენტების უმრავლესობა ცხელ წერტილებში ნამყოფი ჯარისკაცები და ვიეტნამის ომის ვეტერანები იყვნენ.

"ერთ საღამოს ჩემი ქმარი შინ დიდი, სქელი საქაღალდით დაბრუნდა. ასობით გვერდზე წარმოდგენილი იყო მთავრობის შეკვეთით ჩატარებული კვლევების შედეგები. ის გაოგნებული იყო იმით, რასაც კითხულობდა. იმ საღამომ მთელი ჩვენი ცხოვრება შეცვალა. ჩემმა ქმარმა, რომელიც ყოველთვის
კონსერვატორი გახლდათ, თმა და წვერი მოუშვა და მას შემდეგ არასოდეს წასულა საპარიკმახეროში. მის მაგალითს დანარჩენმა თანამშრომლებმაც მიჰბაძეს. როცა თავად წავიკითხე ეს დოკუმენტები, ყველაფერს მივხვდი", - განაცხადა ქალბატონმა სალიმ.

ვიეტნამის ომის დროს ამერიკის სპეციალური სამხედრო ძალების წარმომადგენლები მეცნიერებთან ერთად ინდიელთა რეზერვაციებს ათვალიერებდნენ და მომავალ ნიჭიერ მზვერავებს ეძებდნენ - ახალგაზრდა, ძლიერ მამაკაცებს, რომლებსაც მოქნილად და უხმაუროდ გადაადგილება შეეძლოთ.

ექსპერტები საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს არჩევდნენ და სპეციალურ რაზმებში ანაწილებდნენ. ცხადია, ახალწვეულებს თმას პარსავდნენ. სწორედ აქედან იწყებოდა უცნაური ამბავი.

ფრონტზე მიხვედრისას ინდიელთა ნიჭი და უნარი სადღაც ქრებოდა, ისინი იმედებს ვერ ამართლებდნენ.

მთავრობამ მიზეზების ძიება დაიწყო და შესაბამისი კვლევებისთვის ათობით მილიონი დოლარი დახარჯა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მიზეზი სამხედრო ვარცხნილობა - გადაპარსული თავი იყო. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სწორედ თმა ინახავს მახვილ შეგრძნებებსა და ექსტრასენსორულ ინფორმაციას.

პენტაგონის საიდუმლო კვლევების ცენტრში მიჰყავდათ ნიჭიერი ინდიელები, რომლებიც წარმატებით აბარებდნენ ყველა ტესტს, შემდეგ ეტაპობრივად უმოკლებდნენ თმას და ისევ ცდიდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო უმოკლებდნენ თმას, მით უფრო იკარგებოდა მათი უნარები და სამყაროსთან განსაკუთრებული კავშირი.

შემდეგ გამოკვლევები ევროპელების შთამომავალ "ჩვეულებრივ" ამერიკელებსაც ჩაუტარეს.

ტესტი დაახლოებით ასეთი იყო:

ახალწვეულს სძინავს ტყეში. მას შეიარაღებული "მტერი" უახლოვდება. შეძლებს ჯარისკაცი დროულად გაღვიძებას?

ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ თმიანი ჯარისკაცები უფრო სწრაფად იღვიძებდნენ, თანაც უკვე განგაშის შეგრძნებით და

საფრთხეზეც უფრო სწაფად რეაგირებდნენ.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა ურჩიეს სამხედრო ხელმძღვანელობას, ინდიელი ჯარისკაცებისთვის გრძელი თმის ტარების უფლება მიეცათ. სამხედროებმა რჩევა გაითვალისწინეს, ოღონდ ამჯობინეს, რომ საზოგადოებას ამგვარ ექსპერიმენტებზე არაფერი სცოდნოდა.

ძუძუმწოვართა სხეული მილიონობით წლის განმავლობაში განიცდიდა ევოლუციას, თვითგადარჩენის უნარი, რომელიც ადამიანებს გააჩნიათ, ზოგჯერ ზებუნებრივად შეიძლება მოგვეჩვენოს. მეცნიერები ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებენ და სულ უფრო რწმუნდებიან, რომ პოტენციურ საფრთხეს ადამიანი და ცხოველი სხეულის თითქმის ყველა უჯრედით გრძნობს.

ევოლუციამ თმა "ანტენად" აქცია, რომელიც გარე სამყაროდან უამრავ ინფორმაციას იღებს და საჭიროების შემთხვევაში თავის ტვინს გადასცემს.

გრძელი თმა ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ ფართო საინფორმაციო მაგისტრალს წარმოადგენს.

როცა თმას იჭრით, გარე სამყაროსთან უფრო მჭიდრო კავშირის საშუალებას კარგავთ.

ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ სწორედ თმის შეჭრის ჩვეულება წარმოადგენს ჩვენი საერთო ეკოსისტემის ყველა უბედურების მიზეზს. სწორედ ეს გახდა ადამიანთა შორის გაუცხოებისა და სექსუალური დაუკმაყოფილებლობის ფაქტორი.

ამდენად, თუ გრძელი თმა მაინცდამაინც არ გაწუხებთ, შეეცადეთ არ შეიჭრათ.

სილამაზის სალონიდან გამოსვლისას დააკვირდით საკუთარ შეგრძნებებს. თმის შეჭრის შემდეგ თავს უფრო მსუბუქად გრძნობთ, თითქოს რაღაც სიმძიმე მოიშორეთ, "განიწმინდეთ", თუმცა იმავდროულად არ გტოვებთ განცდა, რომ რაღაც გაკლით, მაგრამ რა, ვერ ხვდებით.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
გიორგი
მშვენიერი სტატიაა. მშვენივრად არის გადმოცემული აზრი და ყველაფერი გასაგებად წერია. თმამ როგორც ანტენამ ,,მუშაობა'' რომ დაიწყოს 3 წელი არ უნდა შეიჭრას ადამიანმა. გამგები გაიგებს, ვერ გამგები (რომელიც სამწუხაროდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში) ვერ გაიგებს. . .
20:09 / 08-02-2021
გამოხმაურება / 0 /
...
ეს სტატია ასპროცენტიანია. ყოველთვის როცა თმა შემიჭრია, ვგრძნობდი რაღაც დანაკლისს. დააკვირდით თქვენს თავებს თქვენც აბა. ინდიელები ჭკვიანი ხალხია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ ბუნებასთან დიდი კავშირი აქვთ. ბუნება აჭმევს ადამიანს.
13:33 / 03-10-2020
გამოხმაურება / 0 /
ეჰ
ასპროცენტიანია, რამდენჯერაც თმა შემიჭრია (ბავშობაში არ ვაქცევდი ყურადღებას) იმდენჯერ თითქოს გული მეთანაღრება. ვგრძნობ სულიერ სიცარიელეს, რომელსაც ვერაფრით ვავსებ. თმები დიდხანს ვიზარდე და მერე შევიჭერე, მაგ სისულელეს, მეორედ აღარ ვიზამ.
21:08 / 02-10-2020
გამოხმაურება / 0 /
strong
კაცი და გრძელთმიანი? ცოტა არ იყოს პედიკს გავს, მითუმეტეს ქართველ კაცს არც უხდება გრძელი თმა, და ისე რომ იცოდეთ ინდიელებს წვერი არ ამოსდით პირზე, დღევანდელ მექსიკელებს კი იმიტომ რომ ეგენი შერეულები არიან ესპანელებთან. ასე რომ: ,,რაც არ ექნას მამაშენსა, ნურც შენ გაშლი მარმაშებსა''
19:17 / 13-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ანნ
აბა თმგრძელი და ჭკუამოკლეოო
00:01 / 03-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ბლა,ბლა,,, მთელი ცხოვრება მოკლე თმა მქონდა,ამ ბოლო დროს უცბად მომინდა და გავიზარდე,მაგრამ სენსორიკა იგივე მაქვს,სისულელეებს ნუ გვახვევთ თავზე! თმა ,რა თქმა უნდა ინახავს გარკვეულ ინფორმაციას ,განსაკუთრებით უარყოფითს ,ამიტომ ,დრო და დრო უნდა ცოტა მოიჭრათ და "გადაახალისოთ"თქვენი ენერგეტიკული ველი,,,სულ ესაა! ..."კოსლიპა"ძიებს დარხევიათ და ეგაა:DD
07:09 / 13-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ნონა
არ ვიცი და ვერ ვიტყვი დარწმუნები მაგრამ პატარაობიდა სულ გრძელი თმა მქონდა წელსქვემოთ.რაგაც პერიოდი ავიკიდე ეჭვები უპრო სწორედ ამკიდეს რომ არ მიხდებოდა და შემეცვალა ვარცხნილობა. ერთ მშვენიერ დღეს ეს თმა შევიჭერი და 3 წლის განმავლობაში ჩემზე უბედური ადამიანი არ მეგულებოდა.თუ რამე შEიძლება ადამიანს თავს გადახდეს ყველაფერი დამემართა.შეილება დამთხვევაა მაგრამ თმას ცხოვრებაში არ მოვკიდებ ხელს აწი.მგონი რაგაც მართლა არის გრძელ თმაში.
15:22 / 21-02-2016
გამოხმაურება / 0 /
თამი
არ მგონია ჩკვიანმა თმა შეიჭრას და გამოშტერდეს.
14:33 / 16-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნაირა ადამია რუხაია
ეს სრული ჭეშმარიტებაა! ძალა და სიმდიდრეც კი გრძელ თმაშია! გრძელი თმა უდიდესი კოსმიური ინფორმაციის მიმღებია! გრძელთმიანი ადამიანები ბევრად ჭკვიანები და ღირსეულები არიან. თანაც თმა დიდი სილამაზეა! როგორც ქალია ისე მამაკაცისთვის !
18:58 / 12-02-2016
გამოხმაურება / 0 /
დოკუმენტალისტი
წვერებზე ბევრს არ ლაპარაკობენ მაგრამ მაგაშია საქმე, ნათელი ხდება თუ რატომ უნდა ატაროს წვერი მღვდელმა და ბერმა და კათოლიკესავით გაპარსულ-გაკრეჭილი არ უნდა იყოს. ეს ამერიკული სტატიაა, დიდი ხანია ვიცი ამის ორიგინალი და მინდოდა თარგმნა, დიდი მადლობა რომ როგორც იქნა ეს გააკეთეთ და წაიკითხონ ტუტუცებმა. ცნობისათვის ამერიკის არმიის სპეცრაზმები ყველა წვერებს ატარებს ამის მერე, ოფიციალური მიზეზები კი სასაცილოები აქვთ.. სიმართლე და ასეთი დონის ცოდნა- ინფორმაცია ყოველთვის Gასაიდუმლოებულია, ჰიპნოზიც იციან და Mუშაობენ მაგრამ ფართო მასებისთვის არ არის ეს. თმა არის Nერვული სისტემის გაგრძელება, ნერვული დაბოლოება და Mინიმუმ ეს უნდა იცოდეს ყველამ, მღვდლებს გაპარსვას რომ უპირებენ ვითომ "ბიზანტიური მენტალიტეტის" მოსასპობად, სინამდვილეში იმიტომ რომ ინტუიცია, გრძნობების აღქმის უნარი და ყველანაირი სიბრძნე-სულიება რომ მოუსპონ. კომპიუტერის პროგრამისტებისთვის პირდაპირ რეკომენდირებულია წვერის მოშვება, რადგან პროგრამისტს ჭირდება ნებისყოფა, ნერვები და სიმშვიდე. გამიკვირდა ეს როცა წავიკითხე მაგრამ პირდაპირ ასე ეწერა და აქვთ Kიდევაც ბევრ პროგრამისტს. ათონის მთაზე ბერები უწვერულ ყმაწვილებს არ იღებდნენ, ბერები სულ ბრძოლაში არიან. ეხლა ერის კაცს მაგხელა წვერები არ ჭირდება, მაგრამ სასულიერო პირისთვის აუცილებელია, უმნიშვნელოვანესი. ელემენტალური ლაწირაკს არ უნდა გავდეს. მამა გაბრიელმა დაესიზმრა ერთ ქალბატონს მიწამდე წვერით და ასე უთხრა - ბერი ვარ და წვერი მაქვსო, წვერი რომ არ მქონდეს ბერი ვიქნებოდიო ?! ხოდა შენც უნდა ილოცო რომ გეშველოსო ისე არაფერი გამოვაო. დრუიდები რომლებიც ასევე თმა- წვერ მოშვებულები იყვნენ, გაპარსული რომაელი ისტორიკოსები გაკვირვებულები გადმოგვცემენ - იმხელა წინათგრძნობის და ინტუიციის უნარი ქონდათ ამ წვეროსან დრუიდებს რომ რამე ცუდს რომ იგრძნობდნენ , საომრად გამზადებულ ჯარს დაშლიდნენ რომაელებთან ომის წინ. ასე დიდხანს გაუწიეს წინააღმდეგობა და ბევრი მწარე დამარცხება აგემეს.
18:26 / 11-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS