ამ წმინდან ქალს, ცხოვრების ყველაზე შავი და ცუდი მხარე ჰქონდა ნანახი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამყაროს მიმართ უსაზღვრო სიყვარულით თავს ბედნიერად გრძნობდა. 1979 წელს მას ნობელი პრემია ერგო "განსაცდელში მყოფ პირთა დახმარების საქმიანობაში".
ეს ღრმა სიტყვები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ქალს ეკუთვნის:
ცხოვრება შესაძლებლობაა - გამოიყენეთ ის;
ცხოვრება ნეტარებაა - დააგემოვნეთ;
ცხოვრება ოცნებაა - აასრულეთ ის;
ცხოვრება გამოწვევაა - მიიღეთ ის;
ცხოვრება ვალდებულებაა - აღასრულეთ ის;
ცხოვრება თამაშია - ითამაშეთ მასში;
ცხოვრება სიმდიდრეა - გაუფრთხილდით მას;
ცხოვრება სიყვარულია - დატკბით მისით;
ცხოვრება საიდუმლოა - გამოიცანით ის;
ცხოვრება შანსია - გამოიყენეთ ის;
ცხოვრება მწუხარებაა - დაძლიეთ ის;
ცხოვრება დაპირისპირებაა - გადალახეთ ეს;
ცხოვრება თავგადასავალია - მიენდეთ მას;
ცხოვრება ბედნიერებაა - აღასრულეთ ის;
ცხოვრება ზედმეტად მშვენიერია - ნუ დაღუპავთ მას;
ცხოვრება, ცხოვრებაა - იბრძოლეთ მისთვის.
პენი ლეინი