ამერიკელმა მეცნიერებმა ქუჩაში გამვლელებზე დაკვირვებით დაადგინეს, რა გავლენას ახდენს და როგორ გამოხატავს ღიმილი ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
ჟურნალ Psychological Science-ში-ში სტატიაც კი გამოქვეყნდა, როგორ უნდა გავიღიმოთ სტრესულ მდგომარეობაში, რომ ორგანიზმს დატვირთვა შევუმსუბუქოთ.
"ღიმილი მხოლოდ კარგი განწყობის არავერბალური გამოხატულება როდია, ის შეიძლება სტრესულ მდგომარეობაში პანაცეადაც კი ჩაითვალოს", - ამბობს კვლევის
მეცნიერებმა გამოარჩიეს ღიმილის ორი ტიპი: სტანდარტული - როცა პროცესში მონაწილეობს მხოლოდ პირის ირგვლივ მდებარე კუნთები და ბუნებრივი, გულწრფელი - როცა ადამიანი თვალებითაც იცინის და მათ ირგვლივ მიმიკური ნაოჭებიც კი ჩნდება.
კვლევის მონაწილე მოხალისეებს შეუქმნეს სხვადასხვა სტრესული მდგომარეობა, ყინულიან წყალშიც კი უხდებოდათ ხელების ჩაყოფა, ყინულიანი წყალი კი, მოგეხსენებათ, ორგანიზმს ამხნევებს. კვლევის მონაწილეთა ნაწილი ყველა დავალებას უემოციოდ ასრულებდა, ნაწილი სტანდარტულად იღიმებოდა, ნაწილი კი - გულწრფელად, ისე, რომ სახის ყველა კუნთი ჩართული იყო.
დასკვნა ერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა: ხანმოკლე სტრესი ადვილად გადააქვს მას, ვისაც გულწრფელად გაღიმება შეუძლია.
კვლევის პროგრამით გათვალისწინებული ყველა სტრესული სიტუაციის შემდეგ მათ ისეთი გახშირებული გულისცემა არ ჰქონდათ, როგორიც დანარჩენებს.
ყველაზე მძიმედ სტრესი გადააქვს მას, ვისაც საერთოდ არ შეუძლია გაღიმება. ასე რომ, რაც უნდა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, შეეცადეთ გაიღიმოთ, დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
სოფიო ბულაური