ქალი ვერძი
ცეცხლოვანი ტემპერამენტისა და მამაკაცური ხასიათის მქონეა. ენერგიულია და რთულ საკითხებსაც კი მშვიდად აგვარებს.
შესაფერისი პარტნიორები:
კირჩხიბი-მამაკაცი. ვერძი გაუბედავ კირჩხიბს ენთუზიაზმითა და აქტიურობით მოხიბლავს. მას მოეწონება მისი ამოუცნობი და ექსცენტრიკული ხასიათი.
თევზები-მამაკაცი. მხოლოდ მგრძნობიარე თევზებს შეუძლიათ ვერძის გაგება, მისი ყურადღებითა და მზრუნველობით განებივრება.
შეუთავსებელი პარტნიორები:
ტყუპი-მამაკაცი. თავდაპირველად მათ ერთმანეთის ვნება აკავებთ, მაგრამ ტყუპს ვერძის რაციონალურობა დააფრთხობს.
ლომი-მამაკაცი. თავისუფლების მოყვარე ვერძი ლომის მბრძანებლობას ვერ აიტანს. ლიდერობისთვის ბრძოლს გარდაუვალი იქნება.
ქალი
გემოვნებიანი ქალია. აფასებს სიმდიდრეს და შეუძლია სიმყუდროვის შექმნა. ერთგული პარტნიორია და ნებისმიერი საიდუმლოს შენახვა შეუძლია.
შესაფერისი პარტნიორები:
კურო-მამაკაცი. ორი კურო ერთმანეთს უსიტყვოდ გაუგებს. საერთო მიზნები აქვთ და თითქმის არც კი კამათობენ.
კირჩხიბი-მამაკაცი. კურო ქალის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ემოციურად ერთმანეთის მსგავსები არიან. ჰარმონიული კავშირია.
შეუთავსებელი პარტნიორები:
ლომი-მამაკაცი. კუროს ის ზედმეტად მომთხოვნი და ემოციურად შეუსაბამო მოეჩვენება. ამასთანავე, კუროს ცხოვრების წესი ლომისთვის მოსაწყენია.
მშვილდოსანი-მამაკაცი. ცოტა აქვთ საერთო. კუროს სტაბილურობა მოსწონს, მშვილდოსანი ცვალებადი და არასტაბილურია.
ქალი ტყუპი
რომანტიკული და საინტერესოა. სწამს სიყვარულის და შეუძლია ცხოვრებით ტკბობა. უამრავი ნიჭი აქვს და ადვილად უმეგობრდება ადამიანებს.
შესაფერისი პარტნიორები:
კირჩხიბი-მამაკაცი. ორივე მუდმივად სიყვარულის ძიებაშია. ერთმანეთს კარგად გაუგებენ.
სასწორი-მამაკაცი. ჰარმონიული წყვილია. ერთმანეთის გვერდით არასდროს მოიწყენენ. იდეალურად ეთავსებიან სექსუალურადაც.
შეუთავსებელი პარტნიორები:
მორიელი-მამაკაცი. მუდმივად ეცდება ტყუპის კონტროლს. დაუსრულებლად მოუწყობს ეჭვიანობის სცენებს.
ქალწული-მამაკაცი. ტყუპს წყობიდან გამოიყვანს მისი სიმშვიდე და უემოციობა.
იხილეთ სრულად