07 თებერვალი, 2016
წარმატების მომტანი ლოცვები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რუსულ საიტებზე პოპულარობით სარგებლობს წარმატების მომტანი ლოცვები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ეს საკუთარ თავზე შეგიძლიათ, გამოსცადოთ.

ვერძი

"მამას, ძესა და წმინდა სულს, მივმართავ და ჩემი ცხოვრების გზაზე ვუხმობ. იყავით ჩემი მფარველი. წარმატების გზაზე ყველა წმინდანს ვთხოვ მხარდაჭერას. სხეულს წარმატებისთვის ვამზადებ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ!"

კურო

"თვე ნათელი, მზე წითელი, ზეცა კამკამა. ჩემი წარმატება მშვენიერია. ჩემი ხელი მფარველ ანგელოზს გავუწოდე, რათა წარმატება მომიტანოს. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, ამინ!"

ტყუპი

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ტაძარში რწმენა სუფევს, დედამიწას ზეცა იჭერს, კბილებს ღრძილები ამაგრებს, ზამთარს გაზაფხული ცვლის. წარმატება კი ჩემი თანმდევია. ამინ"

კირჩხიბი

"ყოვლისშემძლე უფლის მონად ვიქცევი. ვერავინ შეძლებს წარმატება და იღბალი წამართვას. მტერს ფეხები წაერთმევა, ხელები პარალიზებული გაუხდება, თვალები დაუბრმავდება. ამინ."

ლომი

"წმინდანებო შემეწიეთ მე ღვთის მონას, რათა იღბალი მწყალობდეს, ყოველთვის მიმართლებდეს. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ!"

ქალწული

"ღმერთო, უფალო ჩემო, შენი ერთგული ვარ. უფალი ლოცულობს ჩემთვის, ჩემი ცოდვილი სულისთვის. დაე წარმატება ჩემს მხარეს იყოს. ამინ!"

სასწორი

"დიდება ყოვლისშემძლე უფალო. შემოაბრუნე წარმატება ჩრდილოეთიდან სამხრეთით. დაე, ჩემი ბედნიერი სული ჩემთან იყოს. სახელისა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ!"

მორიელი

"უფალო მიწყალობე მე წარმატება, მხარი დამიჭირე და დაადასტურე ჩემთვის მონიჭებული იღბალი. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ!"

მშვიდლოსანი

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. პირჯვარს ვიწერ და გევედრები უფალო, მომანიჭე ქარი, რომელიც წარმატების ჰაერს მასუნთქებს, განსაცდელს ამარიდე. ამინ!"

თხის რქა

"ცაზე ვარსკვლავები დაუთვლელია. მიწას ხელით ვერ მოხნავ, ჩემს სიტყვებს ვერ მომაშორებ. წარმატება და გამართლება საუკუნის მანძილზე ჩემთან ამყოფე. სახელითა მამისათა და ძისათა და სულის აწმინდისათა. ამინ."

მერწყული

"უფალო, ნება მიეცი წარმატებას ჩემთან იმეგობროს ისე, როგორ ჩვენი მიწაა ნაყოფიერი. ამინ!"

თევზები

"როგორც სიწმინდე ანადგურებს ბოროტებას, ისე ნუ დაისადგურებს მწუხარება ჩემს მახლობლად. დამიფარე უფალო მომავალში - მთელი სამყაროს წარმატება ჩემკენ მომართე! სახელისა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ!"

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS