თუ სტუმრები გაუფრთხილებლად გეწვიათ, შეგიძლიათ მათ ხალათსა და "ბიგუდებში" დახვდეთ.
არასოდეს გააშროთ ქოლგა გაშლილ მდგომარეობაში - არც ოფისში, არც სტუმრად
სველი ქოლგა უნდა დაკეცოთ და სპეციალურ სადარში უნდა ჩადოთ ან ჩამოკიდოთ.
არ შეიძლება ჩანთის მუხლებზე ან სკამზე დადება
პატარა ქლაჩს მაგიდაზე დებენ, მოზრდილი ჩანთა სკამის საზურგეზე უნდა ჩამოკიდოთ, პორტფელი კი იატაკზე უნდა დადოთ.
ცელოფნისა და საფირმო ქაღალდის პარკები მხოლოდ სუპერმარკეტიდან შინ მისვლამდე შეიძლება გეჭიროთ შემდეგ მათი ჩანთის სახით გამოყენება სირცხვილია.
საშინაო ტანსაცმელი მოხერხებული უნდა იყოს, ოღონდ აუცილებლად კოხტა და ესთეტიკური
ხალათი და პიჟამა მხოლოდ დილით და საღამოს უნდა ჩაიცვათ - საძინებლიდან აბაზანამდე და უკან.
ბავშვის ოთახში არასოდეს შეხვიდეთ დაუკაკუნებლად
მაშინ ბავშვიც ასევე მოიქცევა, როცა თქვენს საძინებელში შემოსვლას დააპირებს.
ქალს შეუძლია შენობაში არც შლაპა მოიხადოს, არც ხელთათმანი წაიძროს
სამაგიეროდ, აუცილებლად უნდა მოიხადოს ქუდი და ცალთითა ხელთათმანი.
საერთაშორისო პროტოკოლის თანახმად, სამკაულების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ცამეტს, ამაში იგულისხმება საიუველირო წარმოების ღილებიც.
ხელთათმნიან ხელზე ბეჭედს არ იკეთებენ, სამაჯური - დაშვებულია.
რესტორანში გადახდის წესი ასეთია: თუ თქვენ ამბობთ ფრაზას "მე გეპატიჟებით", ესე იგი თქვენ იხდით.
თუ ქალი ეპატიჟება საქმიან პარტნიორს, მაშინ ქალი იხდის.
ლიფტში პირველი ყოველთვის მამაკაცი შედის, ლიფტიდან კი პირველი გამოდის ის, ვინც კართან ახლოს დგას.
ავტომობილში ყველაზე პრესტიჟულად მიჩნეულია ადგილი მძღოლის უკან.
ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც უნდა იჯდეს ქალი, მამაკაცი ვალდებულია კარი გაუღოს და ხელი შეაშველოს.
ცუდი ტონია ყველას გასაგონად იმის გამეორება, რომ დიეტაზე ხართ.
მით უმეტეს არ შეიძლება ამ საბაბით მორთმეულ კერძებზე უარის თქმა და მასპინძლის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება.
ელიტური საზოგადოებისთვის ტაბუდადებული თემებია: პოლიტიკა, რელიგია, ჯანმრთელობა, ფული.
ამ საზოგადოებაში უადგილოა შეკითხვა: "ღმერთო, რა ლამაზი კაბაა, რა ღირდა?"
12 წელზე მეტი ასაკის ყველა ადამიანს თქვენობით უნდა მიმართოთ.
მასზე ლაპარაკი, ვინც მოცემულ მომენტში თქვენთან ერთად არ იმყოფება, დაუშვებელია.
კინოში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში თქვენს ადგილამდე ისე უნდა მიხვიდეთ, რომ თქვენს რიგში მსხდომთაკენ სახით იყოთ. თუ მამაკაცი გახლავთ, პირველმა მან უნდა გაიაროს.
ცხრა რამ უნდა შეინახოთ საიდუმლოდ: ასაკი, ქონება, ჭუჭრუტანა სახლში, ლოცვა, წამლის შემადგენლობა, სასიყვარულო კავშირი, საჩუქარი, პატივი და შეურაცხყოფა.
სოფიო ბულაური