06 თებერვალი, 2016
მამაკაცის 12 ტიპი, რომლებიც თქვენს ყურადღებას არ იმსახურებენ, გოგონებმა ეს აუცილებლად უნდა იცოდნენ
ამ ტიპის მამაკაცებზე თქვენი ძვირფასი დროის დაკარგვა არც იფიქროთ - ისინი ერთი წუთითაც არ იმსახურებენ თქვენს ყურადღებას.

ცუდი ბიჭი
Rating
გამოუსწორებელი ჩხუბისთავი, მუდამ მოზარდი, რომელიც მუდმივად რისკავს და არღვევს ყველა შესაძლო წესს. ასეთი მამაკაცით ცხოვრებაში ერთხელ მაინც ნებისმიერი გოგონა შეიძლება მოიხიბლოს, მაგრამ პრობლემები იწყება მაშინ, როცა ცეცხლათან თამაში ძალიან შორს მიდის, თავისუფლების წყურვილი კი სხვა ადამიანთან ნორმალურად და ხანგრძლივად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

უსაქმური
Rating

მისი ყოველდღიური მარშრუტია დივანი, კომპიუტერი, მაცივარი. და ასე წრეზე მეორდება ყველაფერი. ერთი
შეხედვით, ის შეიძლება იყოს ექსცენტრიკული, მაგრამ მომხიბვლელი. ასეთი მამაკაცის შემხედვარეს სიტყვა "ზარმაცი" არ გახსენდებათ? დაფიქრდით, მის წრიულ მარშრუტში რა ადგილი გერგებათ? თავად მარშრუტი, სავარაუდოდ, არ შეიცვლება.

მსხვერპლი
Rating
უსიამოვნება შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეემთხვას, მაგრამ მის გვერდით თქვენ მუდმივად მაშველი რგოლის როლში ხართ. არ, სხვისი დახმარება კეთილშობილური საქმეა, მაგრამ იქნებ ამ მამაკაცს სხვანაირად არ შეუძლია ყურადღების მიპყრობა? სანამ მის გვერდით იქნებით, ის ყოველთვის შეეცდება თქვენით მანიპულირებას.

ჭორიკანა
Rating
ხშირად ამას მატყუარობაც ემატება. თუ მას ასე ოსტატურად და ლამაზად შეუძლია სხვისი ამბებისა და ჭორების მოყოლა, წარმოიდგინეთ, რა და როგორ შეიძლება მოუყვეს თქვენზე სხვას.

ავტორიტარული
Rating
სად გაატაროთ თავისუფალი დრო, რით დაინტერესდეთ, რა ჭამოთ და დალიოთ, რა ჩაიცვათ, ვისთან იმეგობროთ, როგორი მაკიაჟი გაიკეთოთ - ამ საკითხებში მხოლოდ კეთილი რჩევის მოცემა შეიძლება, ისიც, თუ თქვენ თხოვთ ამას. სხვა შემთხვევაში ამგვარი ინიციატივა მისი მხრიდან აშკარად მიუთითებს, რომ საქმე ტირანთან გაქვთ.

ადამიანი წარსულის გარეშე
Rating
თქვენ არაფერი იცით მისი ოჯახის შესახებ, არასოდეს შეხვედრიხართ მის მეგობრებს და არაფერი გსმენიათ მის თანამშრომლებზე? ესე იგი თქვენი "იდუმალი უცნობი" ასეთადვე დარჩება. თუ ადამიანი წარსულს გიმალავთ, მასთან ბედნიერი მომავლის იმედი ძნელად შეიძლება გქონდეთ.

ნარცისი
Rating
სადაც გინდა იყოთ, მას მუდმივად ყურადღების ცენტრში უნდა ყოფნა. შეუძლია მთელი ფლაკონი სუნამო დაიცალოს თავზე და სარკის წინ გავლისას აუცილებლად კმაყოფილი შეავლებს თვალს საკუთარ თავს. ნებისმიერ კომპანიაში ცდილობს ყველაზე მეტი იხუმროს, სხვებს ხშირად აწყვეტინებს სიტყვას, ბრაზდება, როცა არ უსმენენ ან მის ხუმრობაზე არ იცინიან.
შეუძლია ძალიან მომხიბვლელი და ყურადღებიანი იყოს, მაგრამ მისი ინტერესის მთავარი საგანი სულაც არა ხართ თქვენ, მას მთელ ამ ამბავში მხოლოდ საკუთარი თავი მოსწონს და უყვარს.

დედიკოს ბიჭი
Rating
ერთი შეხედვით, ეს ძალიან გულის ამაჩუყებელია: დედიკოს ჯანმრთელობაზე მუდმივი ზრუნვა, მისი ნებისმიერი სურვილის ნებისმიერ ფასად შესრულება. თქვენი აზრით, ამქვეყნად ის ყველაზე მეტად ოჯახს აფასებს? ასეთი გულუბრყვილოც ნუ იქნებით, თუკი ის საერთოდ ვინმეს ეძებს ცხოვრებაში, სავარაუდოდ, არა საყვარელ ქალს, არამედ მხოლოდ მას, ვინც დედასავით მოუვლის და იზრუნებს მასზე.

აპოლონი
Rating
ასეთი მამაკაცი ნარცისის ტიპის ერთ-ერთ ნაირსახეობად შეიძლება მივიჩნიოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში აქცენტი მის ფიზიკურ ღირსებებზეა გადატანილი. აღნაგობა, ღიმილი, თმა, კბილები - ყველაფერი უზადო უნდა იყოს. ის დაუღალავად ზრუნავს და ყოველთვის იზრუნებს ამაზე. თუ მასთან ერთად გადაწყვეტთ ცხოვრებას, ეს ყველაფერი თქვენი საზრუნავიც გახდება. მოიცლით საკუთარი თავისთვის? ის მოიცლის თქვენთვის?

მოუხელთებელი მონადირე
Rating
ის ფლირტის ოსტატია, თუმცა ახლოს არავის უშვებს. სინამდვილეში ეშინია გაიხსნას და ურთიერთობებში საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. ასეთ თამაშს თქვენთვის მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს აზრი: თუ მოგწონთ მსხვერპლად ყოფნა.

მეოჯახე
Rating
ცოლიანი მამაკაცი ყოველთვის უიმედო დიაგნოზი არ არის, მაგრამ მანიპულატორებს უფრთხილდით. თუ ის მუდმივად დაჟინებით გიმეორებთ, რომ "იქ" არანაირი გრძნობა არ დარჩა, იტანჯება და მუდმივად თქვენ ენატრებით, ამასთან ერთად კი ათას რამეს იმიზეზებს, რომ ამ სიტუაციის შეცვლა არ შეუძლია, დარწმუნებული იყავით, არც აპირებს და არც არასოდეს შეცვლის არაფერს.

ძუნწი
Rating
სიყვარულს ფულით ვერ იყიდი, მაგრამ ადამიანის ფულთან ურთიერთობას ბევრი რამის თქმა შეუძლია მის ფარულ ღირსებებსა და ნაკლზე. ეს ძალიან საჩოთირო მომენტია: თუ თქვენ მართლაც უანგაროდ გიყვართ, მაგრამ მის გვერდით ფულის გამო მუდმივად გაწითლება გიწევთ, თანდათან შეიძლება უფრო სერიოზულმა პრობლემებმაც იჩინოს თავი.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS