05 თებერვალი, 2016
ანგელოზის ხაზი ხელის გულზე - დაიხედეთ, გაქვთ თუ არა თქვენც და ხართ თუ არა იღბლიანი ადამიანი?!
ქირომანტიაში ეს ხაზები ხელის გულზე, განსაკუთრებული ძალების არსებობაზე მიანიშნებს, უფრო ზუსტად კი, თქვენი მფარველი ანგელოზის თქვენდამი განსაკუთრებულ მფარველობას.

მფარველი ანგელოზის ხაზს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ - დის-ხაზი ან მარსის ხაზი.
სამწუხაროდ მსგავსი ნიშანი ყველას არ აქვს.
jcvoja
თუ ამ ხაზს თქვენს ხელზე აღმოაჩენთ, იღბლიანი ხართ და გიხაროდეთ, რომ თქვენი მფარველი ანგელოზი უბედურებისგან დაგიცავთ.
მფრაველი ანგელოზის ამ ხაზს, ცხოვრების მეორე ხაზსაც უწოდებენ, რადგან ის გადარჩენას, მფარველობას და ძლიერ თანადგომას ნიშნავს.

ხდება ისეც, რომ მფარველი ანგელოზის ხაზს თან ახლავს გარკვეული
პატარა სეგმენტები, რომელიც ძალიან მკრთალად ჩანს, ან საერთოდაც წყდება. ცხოვრების ხაზის წყვეტა საშიშროებას, უბედურებასა და ავადმყოფობას მოასწავებს. მაგრამ თუ ამ წყვეტასთან მფარველი ანგელოზის ხაზი აღმოჩნდება, ადამიანს მოსალოდნელი უბედურება აღარ ემუქრება.

როცა მფარველი ანგელოზის ხაზი ადამიანს მარჯვენა ხელზე აღმოაჩნდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ პირადი დამსახურების წყალობით მან უმაღლესი ძალებისგან მფარველობა დაიმსახურა - კეთილი საქმის კეთებით, ან წარსულში გადატანილი განცდების გამო.

თუ ეს ხაზი მარცხენა ხელზე ვლინდება, ის დაბადებიდან მისი ანგელოზის მფარველობის ქვეშაა.

ამ ხაზის მატარებლები ცხოვრებაში ძალიან იღბლიანი ადამიანები არიან. ავარიის თუ სხვა კატასტროფების დროს, ისინი ყოველთვის ჯანმრთელები და უვნებლები გამოდიან. მატერიალურ გაჭირვებას თითქმის არასდროს განიცდიან, ჯანმრთელები არიან და ნაკლებ უსიამოვნებებს აწყდებიან.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ჟორა
მე არ მაქვს, არც ავარიაში მოვყოლილვარ და არც ნაკაცრი არ მაქვს
07:02 / 21-02-2016
გამოხმაურება / 0 /
Marjvenaze mec makvs
21:00 / 20-02-2016
გამოხმაურება / 0 /
x
არ ვიცი ამას დაუკავშირო თუ არა მაგრამ მაგდაგვარი ხაზი მაქვს მარჯვენა ხელის გულზე და 5ჯერ ვარ ავარიაში მონახვედრი და მადლობა უფალს 5ვეჯერ უნაკაწროდ გადავრჩი
12:43 / 06-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS