04 თებერვალი, 2016
რჩევები ადამიანებისგან, რომლებმაც 100 წელი იცოცხლეს - მათი რჩევების გათვალისწინება ნამდვილად ღირს
მხცოვანი ადამინების უმრავლესობა ერთ რჩევას იძლევა - იცხორვოთ სიყვარულით, სიხარულითა და ბედნიერებით, თუმცა არსებობს კიდევ ბევრი რჩევა, რომლებიც არამარტო სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ, დაგეხმარებათ ბედნიერად გალიოთ ცხოვრება.
გთავაზობთ 30 რჩევას მათგან, ვინც 100 წელი იცოცხლა:

1. ნუ შეხედავთ კალენდარს. აქციეთ ყოველი დღე დღესასწაულად.

2. შეიძინეთ მხოლოდ ხარისხიანი ნივთები, ისინი მოდიდან არასდროს გადავა.

3. მე ყოველდღე გავდივარ ქუჩაში, თუნდაც სახლის გარშემო სასეირნოდ. ახალგაზრდობის საიდუმლო მოძრაობაშია.

4. შეიყვარეთ, იქორწინეთ! სექსიც ძალიან სასარგებლოა.

5. როცა დაბოღმილი ხართ, ეცადეთ არ გამოხატოთ. გარშემომყოფებს ტკივილს
ნუ მიაყენებთ.

6. გჯეროდეთ სიყვარულის.

7. იმოგზაურეთ, ვიდრე ცოცხალი ხართ. დაივიწყეთ ფული! გამოცდილება ფულზე მნიშვნელოვანია.
dol1
8. აპატიეთ.

9. ისწავლეთ თანაგრძობა.

10. გაერთეთ რაც შეიძლება მეტი.

11. იყოლიეთ შინაური ცხოველი. ხანდახან, როცა თავს ძალიან მარტოსულად იგრძნობთ,
შინაური ცხოველი გაგრძნობინებთ, რომ ჩვენ, ყველანი ცოცხალი არსებები ვართ.

12. მე ვერ გირჩევთ რომელი რელიგიის უნდა გწამდეთ, უბრალოდ იპოვეთ ის, რისიც
გჯერათ და იცხოვრეთ მის შესაბამისად.

13. არ ღირს სიკვდილი, მაშინაც კი, როცა ეს ძალიან გინდათ.

14. სიცოცხლე - სიხარულია. აქ ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული. კმაყოფილი
იყავით. არ არის აუცილებელი ყოველ წუთს "ბედნიერი" იყოთ, უბრალოდ იყავით
კმაყოფილი.

15. მიიღეთ კარგი განათლება. ეს ის არის, რასაც ვერავინ წაგართმევთ.

16. წამალი დიდი ხანია არ მიმიღია. ვფიქრობ, ის არც ისე სასარგებლოა. ბევრი ექიმი კი
საცდელი კურდღელივით გიყენებთ.

17. ამდენხანს იმის წყალობით ვიცოცხლე, რომ მიყვარს ფეხით სიარული და მანქანის
სავარძელზე მიჯაჭვული არასდროს ვყოფილვარ.
dol2
18. საუზმედ მივირთმევ ყავას, ჭიქა რძეს და ფორთოხლის წვენს სუფრის კოვზ ზეითუნის
ზეთთან ერთად. ზეითუნის ზეთი სასარგებლოა არტერიისა და კანისთვის. სადილად - რძეს
და ორცხობილას მივირთმევ, ხოლო თუ ძალიან დაკავებული ვარ, არაფერს. შიმშილის
შეგრძნებას ვერასდროს ვგრძნობ, რადგან საქმეზე მთლიანად ვარ კონცენტრირებული.
ვახშმად ბოსტნეულს, ცოტაოდენ თევზს ყველთან ერთად და კვირაში ორჯერ - 100 გრ
უცხიმო ხორცს ვაგემოვნებ.

19. თუ ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ, ისარგებლეთ კიბეებით და თქვენი ნივთები
თავად ატარეთ.

20. მატერიალურის დაგროვებაზე დიდ ძალისხმევას ნუ დახარჯავთ. გახსოვდეთ! დრო მოვა
და იმ ქვეყნად ამ ყველაფრის წაღებას ვერ შეძლებთ.

21. ქალებს მინდა ვურჩიო - ნუ გაჰყვებით ასაკით უფროს კაცს ცოლად. ახალგაზრდებზე
გათხოვდით.

22. ვცდილობ არ ვიღელვო, უბრალოდ ვცხოვრობ.

23. იუმორი - ეს სიცოცხლის ძალაა, რომელიც ცხოვრების სირთულეების დაძლევაში
დაგეხმარებათ.

24. როცა საკუთარ თავზე შეგიძლიათ სიცილი, ამით სხვებს აღარ აძლევთ დაცინვის
საშუალებას.

25. ასაკი დაავადება არ არის.

26. იყავით გულახდილი. მე იშვიათად ვიტყუებოდი. თუ ადამიანების მიმართ
გულწრფელები იქნებით, ეს აუცილებლად დაგიბრუნდებათ. ტყუილი ძალიან რთული სამუშაოა, ნუ დაიტვირთავთ ამით თავს.
Rating








































27. ვცდილობ, შევნიშნო წვრილმანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებს. ასეთ
მომენტებში, დრო ფერხდება.

28. რაიმე ახლის შესწავლა გაგაბედნიერებთ და შეგინარჩუნებთ გონიერებას.

29. არ მიყვარს სტრესი. უთანხმოებას გავურბივარ. მიყვარს პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ისინი ჩემი გულშემატკივრები არიან.

30. დამშვიდდით და დატკბით ცხოვრებით, რაც მოსახდენია გვერდს ვერ აუვლით. და თუ მსუბუქად გაცივდით, ძილის წინ ბეილისი დალიეთ - დილით ყველაფერი რიგზე დაგხვდებათ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მიიღეთ კარგი განატლება ეს ის არისს რასაც ვერავინ წაგარტმევტ და რიტაც წარმატება გარანტირებული გაქვტ
საკუტარ ტავზე იუმორი მარტლაც სახალისოაა .ჩემსს ტავძე ბევრჯერ მიცინია. ასე უპრო ხშირდ ვიცინი.სიბერის იმიტომ მეშინია რომ არ მინდა სხვებზე დამოკიდებული გავხე .აი სიკვდილისს არ მეშინიაა გული მწყდება რომ მკვდარი ვარდსს ვეგარ დავსუნავ ამ პოტლებში დამაულ მზესს ვეღარ ვნახავ.
21:09 / 05-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS