04 თებერვალი, 2016
რას ვნებს საღეჭი რეზინი, ეს ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს
საღეჭი რეზინის წარმოება პირველად აშშ-ში დაიწყეს მე-19 საუკუნის 40-იან წლებში. მწარმოებლებმა პროდუქცია წარმოადგინეს როგორც სუნთქვისა და კბილების გამაჯანსაღებელი საშუალება.

რა თვისებები აქვს სინამდვილეში საღეჭ რეზინს?

საღეჭი რეზინი ხელს უწყობს დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფას, სწორედ ამას მიაწერენ მის კარიესის საწინააღმდეგო მოქმედებას. ღეჭვის პროცესში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ნერწყვი, რომელსაც ტუტე რეაქცია აქვს და ამის შედეგად პჰ-ის აუცილებელი დონის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, საღეჭი რეზინი ღრძილებზე მასაჟის ეფექტს ახდენს, ღეჭვისას უმჯობესდება სისიხლის მიმოქცევა, რაც
დადებითად მოქმედებს ღრძილებისა და კბილების მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, გაითვალისწინეთ, რომ კევის დიდიხანს ღეჭვა რეკომენდებული არ არის- ამან შეიძლება, ამოაგდოს ბჟენი ან დააზიანოს სტომატოლოგიური ხიდები.

ღეჭვისას რეფლექსურად გამოყოფა კუჭის წვენი, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტები. ამიტომაც უზმოზე კევის დაღეჭვა შესაძლოა, გასტრიტისა და კუჭის წყლულოვანი დაავადებების გამწვავების მიზეზი გახდეს.

აღსანიშნავია, რომ საღეჭი რეზინის ყველა დანამატი უვნებელი როდია. მაგალითად, სორბიტმა შეიძლება დიარეა გამოიწვიოს, არომატული დანამატების უმეტესობას კი ძლიერი ალერგენული მოქმედება აქვს.

საღეჭი რეზინი, ასევე, გავლენას ახდენს ფსიქოლოგიურ მდგომარებაზე, ყურადრების კონცენტრაციის,

მახსოვრობისა და ცოდნის ათვისების უნარზე. ის ხელს უწყობს მოდუნებას და ყურადღების გადატანას, ასევე,

აქვეითებს შიშის გრძნობას, ამიტომაც ის აშშ-ში ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი პაკეტის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

საღეჭი რეზინის ღეჭვის წესები:

საღეჭი რეზინი მხოლოდ ჭამის შემდეგ უნდა დაღეჭოთ.

დაუშვებელია სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან შეიძლება სასუნთქი გზების დაცობის მიზეზი გახდეს.

5-10 წუთზე დიდიხანს ღეჭვა რეკომენდებული არ არის.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS