მოდით, ერთად გავარკვიოთ, რატომ უყვარს ხალხს ამ კითხვის დასმა და როგორ უნდა შეეგუოთ "განსაცდელს":
1. მათ სათქმელი აღარაფერი აქვთ
ზოგიერთი ადამიანის ინტერესებს არა გათხოვება, ოჯახი და შვილები წარმოადგენს, არამედ მოგზაურობა, ფილმები, წიგნები, მცირე ბიზნესის წამოწყება ან თუნდაც ძალიან ცივ პირობებში ალოეს მოყვანა. ხოლო ადამინების უმრავლესობისთვის ინტერესი "ოჯახსა" და "სახლს" უბრალოდ არ სცდება. თუ არქტიკაში ალოეს
2. დაკვეხნის საბაბი
ახალი ბეჭედი, მანქანა თუ სხვა ნივთები ადამიანებისთვის დასაკვეხნია, მათ მოსწონთ, როცა სხვებს აღაფრთოვანებენ. მაგრამ, თუ ახალი მანქანა ვერ შეიძინეს და არც სამსახურში დააწინაურეს, არაუშავს, ქმრით მაინც დაიკვეხნიან - ის ხომ ჭკვიანი და სიმპათიურია. ამასთან ვერაფერს გააწყობთ, სხვის ოჯახურ მდგომარეობას თქვენთან ისეთივე კავშირი აქვს, როგორც კლიმატს ამ საოცარ სამყაროში.
3. ეს თვითდამკვიდრების საშუალებაა
ეს უკვე არც ისე უწყინარი საქმეა. როცა ვინმე გამუდმებით გიმეორებთ, რომ მას ასეთი სიმპათიური ქმარი ჰყავს, ამისთვის არც ვარჯიში და არც წარმატებული კარიერა სჭირდება, რადგან ისინი ასეთებიც უყვართ, შენ კი მხოლოდ საკუთარი ბიზნესი და კარგი ფიგურა გაქვს - ნუ განიცდით. თქვენც შეგამჩნევენ. უფრთხილდით ადამიანებს, ვინც თქვენს წარმატებასა და მიღწევებს არ აფასებს.
4. მათ ეშინიათ
ადამიანებს ცვლილებები არ უყვართ - კარგი იქნება ეს თუ ცუდი. დედამიწა მრგვალია, ზამთარში თოვლი მოდის და კარგია, როცა გვერდით ქმარი გყავს. შემდეგ უეცრად ფარდიდან თქვენ გამოდიხართ, ძალიან ლამაზი. ქმარი არ გყავთ, მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად გაქვთ. მაშინვე ფიქრობენ, რომ აქ რაღაც ისე ვერ არის და იწყებენ ძიებას. ვერაფერს გააწყობთ. დაე, თვითონ გააცნობიერონ, რომ ბუები ისეთები სულაც არ არიან, როგორებიც ჰგონიათ.
5. ხალხს უყვარს დრამა
მათ ცხოვრებაში პირველი პაემნის ციებცხელება დიდი ხანია დასრულდა, ახლა პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად აქვთ. თქვენ კი 32 წლის ხართ და ისეთი მოწყენილი ხართ. ალბათ იმიტომ, რომ ქმარი არ გყავთ? მაშინვე გკითხავენ -" როგორ მოხდა ეს? მომიყევი და ვეცდები თანაგიგრძნო... " თქვენ კი შეგიძლიათ გულწრფელად უპასუხოთ, რომ საუბარი საერთოდ არ გსურთ, რადგან ასეთ გუნებაზე მხოლოდ კბილის ტკივილის გამო ხართ.
6. დედა
ის გეკითხება, იმიტომ, რომ მასაც ეკითხებიან, რატომ არ თხოვდები. მეგობრებს უყვართ დრამები, სწორად აღზრდა აკლიათ ან ცვლილებები აშინებთ, დედის კოლეგებს კი მეტი სასაუბრო მიეცემათ. თუ დედა კვლავ გკითხავთ, უბრალოდ ჩაეხუტეთ და უთხარით, რომ საქორწინო ბეჭდის გარეშეც ძალიან ბედნიერი ხართ და დანარჩენს თვითონ გაუმკლავდებით. გააგებინეთ, რომ თქვენ უკვე საკმარისად დიდი ხართ.
პენი ლეინი