აი, რამდენიმე ნიშანი, რომლებმაც შეიძლება, თქვენი ეჭვი კიდევ უფრო გაამყაროს.
მხოლოდ დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე გირეკავთ თუ სამსახურის შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელია, ესე იგი თქვენს ეჭვს საფუძველი აქვს.
თუ რა თქმა, უნდა საქმე ისეთ მოვლენას არ ეხება,
მხოლოდ თვითონ გირეკავთ და გწერთ
ეს კი მართლაც საგანგაშოა. რატომ არ უნდა, რომ თქვენ დაურეკოთ ან მისწეროთ?
საღამოს 5 საათის შემდეგ ყურმილს არ იღებს
იმიტომ, რომ საღამოს 5 საათის შემდეგ ოჯახის დრო ეწყება. მთელი ყურადღება ოჯახსა და იმ "ნომერ პირველზე" გადააქვს, რადგან სანამ თქვენ შეგხვდებათ, ოჯახის წინაშე ვალმოხდილი უნდა იყოს.
ჩურჩული
ძვირფასო ქალბატონებო, თუ თქვენი საყვარელი მამაკაცი საიდუმლო აგენტი არ არის, მისგან ტელეფონით თქვენთან ჩურჩულით ლაპარაკი, სულ მცირე, უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ.
ნანადირევი
რა თქმა უნდა, თითოეულს აქვს უფლება ისე მოიქცეს, როგორც უნდა, მაგრამ ფსიქოლოგების აზრით, ის, რომ თქვენ მასთან თავს კარგად გრძნობთ, თქვენი დამსახურება არ არის - მისთვის თქვენ მოსანადირებელი მსხვერპლი ხართ, რომელიც ოსტატურად და ლამაზად უნდა მოინადიროს, შემდეგ კი...
მასზე არაფერი იცით
თუ ჯერ კიდევ არ იცით, სად ცხოვრობს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ სხვა ოჯახი ჰყავს. რაოდენ მწარეც უნდა იყოს, ჯობია სიმართლე დროზე გაიგოთ, რომ დროზე წახვიდეთ.
არ იცნობთ მის ოჯახს
თუ აქამდე არ იცნობთ და შორიდანაც არ გინახავთ მისი ნათესავები, მეგობრები და ახლობლები, იქნებ უფრო სერიოზულად დაფიქრდეთ? იქნებ ისინი უკვე იცნობენ ქალს, ვინც თქვენი საყვარელი მამაკაცის გვერდით არის?
დაუფარავად გითხრათ, რომ მეორე ხართ აქ უკვე სათქმელი არაფერია, არჩევანი თქვენზეა.
სოფიო ბულაური