სპეციალისტებმა ოთახის მცენარეების შესწავლისას გამოარჩიეს ის სახეობები, რომლებიც დაგეხმარებათ შინ მუდმივად სუფთა ჰაერის შენარჩუნებაში. ეს კი, თავის მხრივ, გაგიხანგრძლივებთ ჯანმრთელობას და თავს მუდმივად მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ.
სამზარეულო
აზალია - არა მარტო თვალს ახარებს თავისი ლამაზი ყვავილებით, არამედ ყველაზე უკეთ შთანთქავს ფორმალდეგიდსა და ბენზოლს, რომლებსაც "დეესპესაგან" დამზადებული ავეჯი და საოჯახო ქიმიური საწმენდი საშუალებები შეიცავენ.
საბავშვო ოთახი
-650-1454406814-2.jpg" border="0" alt="Rating" title="როგორ შევინარჩუნოთ სახლში მუდმივად სუფთა ჰაერი" width="500" style="border: 0px;" />
გერბერა - შთანთქავს ბენზოლს, რომელსაც პლასტმასის, სინთეტიკური ბოჭკოს, რეზინისა და ქიმიური წარმოების სხვა ნაწარმი შეიცავს.
სასტუმრო ოთახი
ბენჯამინის ფიკუსი - ანეიტრალებს ფორმალდეგიდის, ტოლუოლის, ქსილილისა და ამიაკის ანაორთქლს, ამიტომაც კარგი იქნება, თუ ამ ყვავილს პრინტერის, ქსეროქსის ან სხვა ტექნიკის ახლოს დადგამთ. ფიკუსი კარგად ატენიანებს ჰაერს.
საძინებელი
ალოე ვერა - ამ მცენარეს კაცობრიობა ექვსი ათას წელზე მეტია იყენებს. ალოე ვერას ეგვიპტეში "უკვდავების ყვავილს" უწოდებდნენ. ალოეს დღესაც აქტიურად იყენებენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, განსაკუთრებით კანის დაავადებების, დამწვრობისა და იარების მოსაშუშებლად.
ალოე ვერა ასუფთავებს ჰაერს ფორმალდეგიდისა და ბენზოლისაგან, ღამით გამოყოფს ჟანგბადს და შთანთქავს ნახშირორჟანგს.
სამუშაო კაბინეტი
კაქტუსი - ყველა მცენარეზე უკეთ შთანთქავს კომპიუტერის ელოქტრომაგნიტურ გამოსხივებას.
გარდერობის ოთახი
ქლოროფიტუმი - სულაც არ არის ჭირვეული, ნებისმიერ გრუნტში ხარობს, არც ცუდად განათებული და ცივი შენობის ეშინია. ერთი თვის განმავლობაში მოურწყავადაც შეუძლია თავი კარგად იგრძნოს. აქტიურად ებრძვის ტყავისა და შეღებილი ზედაპირებიდან, ასევე, შპალერიდან აქროლებულ მავნე ნივთიერებეს. უსაფრთხოა შინაური ცხოველებისთვის.
შემოსასვლელი
კოლაუსი - ჩრდილის მოყვარული მცენარეა, არ საჭიროებს ნიადაგის განოყიერებას, გადარგვას, არ ეშინია ორპირი ქარის, რაც მთავარია, კარგად ფილტრავს ჰაერს და კოხტადაც გამოიყურება.
დერეფანი
მშვიდობის ლილი, სპატფილუმი (Spathiphyllum)- არ მოითხოვს განსაკუთრებულ განათებას, ლიდერია იმ მცენარეებს შორის, რომლებსაც ჰაერის გასუფთავება შეუძლიათ. სპატფილუმი ასუფთავებს ჰაერს სამი ყველაზე გავრცელებული მომწამვლელი ნივთიერებისგან: ფორმალდეგიდის, ბენზოლისა და ტრიქლორეთილისაგან. ასევე, ეფექტურად უმკლავდება ტოლუოლსა და ქსილილს.
სახელოსნო

ოქროს პოთოსი (Scindapsus aures) - ამტანი მცენარეა, მშვიდად ხარობს ჩრდილში, კარგად იტანს დაბალ ტემპერატურას, ეფექტურად წმენდს ჰაერს მავნე ნივთიერებებისგან.
ძველი სახლებისთვის
გერანი, ნემსიწვერა - ასუფთავებს ჰაერს ბაქტერიებისაგან, დაგეხმარებათ ჩრჩილთან ბრძოლაში. გერანი გამოყოფს ეთერულ ნივთიერებებს, რომლებიც არა მარტო არომატით ავსებენ ოთახს, არამედ დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემასა და მშვიდ ძილზე.
სოფიო ბულაური