03 თებერვალი, 2016
14 საინტერესო ფაქტი სიზმარზე
1. სიზმარს ყველა ადამიანი ხედავს, მაშინაც კი თუ გგონიათ, რომ მათ ვერ ხედავთ. შესაძლოა ადამიანს უბრალოდ არ დაამახსოვრდეს ის.

2. სიზმრებს ვერ ხედავენ მხოლოდ დაბადებიდან ბრმები. მათი სიზმრები განსაზღვრულია მხოლოდ შეხებით, ხმით, სუნითა და გარკვეული ემოციების განცდით.

3. სიზმარში მხოლოდ იმ ადამიანებს ვხედავთ, ვინც რეალურ ცხოვრებაში გვინახავს. შესაძლოა არ იცნობდეთ ან არ გახსოვდეთ, მაგრამ ოდესღაც გინახავთ.

4. გაღვიძებიდან 5 წუთის განმავლობაში, ადამიანს მხოლოდ სიზმრის ნახევარი ახსოვს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი სიზმირს მეათედი.

5. ადამიანების 12% შავ-თეთრ სიზმარს ნახულობს.
ვინც 25 წელზე ნაკლებისაა, პროცენტულობა უფრო დაბალია - 4,4%.

6. დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ფერად სიზმრებს ნახულობს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს, შავ-თეთრი ტელევიზიიდან, ფერად ტელევიზიაზე გადასვლამ გამოიწვია.

7. სიზმრები სიმბოლურია. თუ განუწყვეტლივ რაიმეზე ოცნებობთ, სიზმარი აუცილებლად მოგცემთ მინიშნებას.

8. უმეტესშემთხვევაში სიზმრები უარყოფით ემოციებს იწვევს და არა დადებითს.

9. სიზმარში ყველაზე გავრცელებული ემოციური მდგომარეობა განგაშია.

10. ძილის დროს, თვალების ქაოსურ მოძრაობას სიზმრის საერთო დროის მეოთხედი უჭირავს.

11. გარე ფაქტორები სიზმრებზე გავლენას ახდენს. მაგალითად: კედელს მიღმა მეზობლის სიმღერა, სიზმარში საკონცერტო დარბაზში აღმოგაჩენთ.

12. მამაკაცების 70% სიზმრად კაცებს ხედავს, მაშინ როცა ქალების სიზმარში - ქალებისა და მამაკაცების პროპორციულობა თანაბარია.

13. ადამიანების 2/3 სიზმრების წყალობით დეჟავიუს განიცდის.

14. სიზმრებს ცხოველებიც ხედავენ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS