03 თებერვალი, 2016
ნუ ჩაერევით სხვის საქმეში
ადამიანების უმრავლესობას, ხშირად მხოლოდ იმიტომ ექმნება პრობლემები, რომ სხვის საქმეში ერევიან. თანაც, ამას აკეთებთ ისე, რომ გგონიათ სწორად იქცევით და თქვენი ლოგიკა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. შედეგად კი, ვინც არ დაგეთანხმებათ, ყველას აკრიტიკებთ და ცდილობთ, ისინი სწორ გზაზე დააყენოთ, ანუ თქვენს გზაზე.

ურთიერთობის მსგავსი გამოხატულება ინდივიდუალური აზრის არსებობას გამორიცხავს, აქედან გამომდინარე კი - ღმერთის არსებობასაც, რადგან ღმერთმა ყოველი ადამიანი უნიკალური შექმნა.

არ არსებობს ორი ადამიანი, რომელთა ქმედება და ფიქრი იდენტურია. ნებისმიერი ქალი თუ მამაკაცი, ისე მოქმედებს,
როგორც მათ ღვთიური ძალა კარნახობს, რომელიც მათ სულში არსებობს.

ღმერთი ყველას ადევნებს თვალყურს. აუცილებელი არ არის, თქვენ აგოთ პასუხი სხვების საქციელზე.

იზრუნეთ საკუთარ თავზე.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS