ნაკიან თებერვალს 29 დღე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დღეს დაბადებულები დაბადების დღეს 4 წელიწადში ერთხელ აღნიშნავენ. 29 თებერვალს დაბადებულები ზოდიაქოთი თევზები არიან.
რთულია არ ვაღიაროთ, რომ 29 თებერვალს დაბადებულები უფრო ახალგაზრდები არიან, ვიდრე წელიწადის სხვა ნებისმიერ დღეს მოვლენილნი, რადგან 29 თებერვალს ყოველ წელს ვერ შეხვდებით.
როგორც იცით, ეს უნიკალური დღეა, რაც კაცობრიობას არწმუნებს, რომ სინამდვილეში წელიწადი 365 დღეზე, რამდენიმე საათით ხანგრძლივია. 366-ე დღე კი რომაელი იმპერატორის, იულიუს
ამ დღეს დაბადებულები გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებიან. შთაბეჭდილება გრჩებათ, თითქოს კატებივით 9 სიცოცხლე აქვთ. გარშემომყოფების ხედვით, მათ ბევრი უცნაურობის გაკეთება შეუძლიათ და ყველაფერი გამოსდით.
ამ დღეს დაბადებულები საკმაოდ ადრეულ ასაკში ათვითცნობიერებენ, რომ არაორდინალური ადამიანების სიას მიეკუთვნებიან. ცხოვრების გარკვეულ მოვლენებზე განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, რასაც სხვები ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ.
უკეთეს შემთხვევაში ისინი ბავშვებს გვანან, რომლებსაც სათამაშოებს ჩუქნიან. უარეს შემთხვევაში კი არასერიოზულ პიროვნებებს, რომლებსაც გამუდმებით რაღაც სჭირდებათ.
როგორც წესი, საკუთარი უნიკალურობის დემონსტრირებას არ ახდენენ. მიიწევენ ისეთი სამსახურისკენ, რომლის საშუალებითაც ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრას შეძლებენ. მათი ბურუსით მოცული ფანტაზიები სახლში გამოვლინდება და არა საზოგადოებაში.
უმჯობესი იქნებოდა, თუ ამ თვისებას გადაეჩვევიან და გარშემომყოფებს საგონებელში არ ჩააგდებენ.
ამ დღეს დაბადებულები, საკუთარი ნამდვილი თუ წარმოსახვითი ნაკლების კონპენსირებას ცდილობენ. საბოლოოდ შესაძლოა რომანტიკოსი იდეალისტები გახდნენ, რომლებიც საკუთარ თავს უფრთხილდებიან.
რჩევა 29 თებერვალს დაბადებული თევზებისთვის - იპოვეთ ბალანსი საზოგადოებრივსა და პირადულს შორის. იყავით მეტად თავდაჯერბული. საზოგადოებაში მიღებულ ღირებულებებს ნუ ენდობით. თქვენი ფანტაზია გარშემომყოფებსაც გაუზიარეთ.
პენი ლეინი