02 თებერვალი, 2016
10 ფილმი, რომლებიც მძიმე დღის ბოლოს განტვირთვაში დაგეხმარებათ
დატვირთული დღის ბოლოს, ხანდახან ძალიან გინდათ უბრალოდ მოდუნდეთ და კეთილ, სასიამოვნო ფილმს უყუროთ.

გთავაზობთ ფილმების კრებულს - განტვირთვა და ამაღლებული განწყობა გარანტირებული გაქვთ.

1. შოპოჰოლიკი
(Confessions of a Shopaholic)
Rating
შოპინგზე დამოკიდებული და გამუდმებით გარდერობის შევსებაზე ფიქრით, რებეკა ბლუმვუდი, საბანკო ანგარიშებსა და მაღაზიების მიმართ ვნებებს შორის ომის ქარცეცხლში ცხოვრობს. რაც ყველაზე საინტერესოა - ის ფინანსური გამოცემის ჟურნალისტია და მკითხველს რჩევას აძლევს როგორ მართონ სწორად კერძო კაპიტალი.
  1. 2 სტაჟიორი  (The Intern)

Rating
70 წლის ბენ უიტაკერს პენსიაზე გასვლის დრო
უწევს, მაგრამ ეს არა დასასრული, არამედ ახალი ცხოვრების დასაწყისია. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ, ინტერნეტ-მაღაზიის უფროსი სტაჟიორი ხდება, ჯულს ოსტინის ხელმძღვანელობით.

3. სიყვარულით, როზი (Love, Rosie)
Rating
როზი და ალექსი ბავშვობიდან მეგობრობენ, სკოლის დამთავრების შემდეგ კი სწავლის გაგრძელებას ერთად გადაწყვეტენ. თუმცა ბედისწერას სხვა გეგმები აღმოაჩნდა და მთავარი გმირები ერთმანეთს დააშორა. ამის გამო მათ ერთმანეთი არ დავიწყებიათ და არც ის გრძნობა, რამაც ისინი გააერთიანა.

4. როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში (How to Lose a Guy in 10 Days)
Rating
ჟურნალისტი ენდი ანდერსონი რედაქტორისგან საკმაოდ რთულ დავალებას იღებს - დაწეროს სტატია, რას აკეთებენ ქალები არასასურველი მამაკაცის თავიდან მოსაშორებლად. ამისთვის მას მხოლოდ 10 დღე აქვს - შეხვდეს ბიჭს, რომელსაც შეიყვარებს, შემდეგ კი მისგან განთავისუფლებას მოახერხებს..

5. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანუ მეზობლებისთვის შესვლა აკრძალულია

(Deck the Halls) 
Rating
ისტორია ასე იწყება - ბადი ჰოლის ქალიშვილი აჩვენებს მას როგორ გამოიყურება მათი სახლი კოსმოსიდან. მისტერ ჰოლი მოწყენილია იმის გამო, რომ მონიტორზე მისი მეზობელი სტივ ფინჩის სახლი უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება. ამიტომ გადაწყვეტს ნაკლი ნათელი ილუმინაციით გაახალისოს, რაც მეზობლებს თვალს მოჭრის, განსაკუთრებით კი ფინჩს. თუმცა არც მისტერ ფინჩი დარჩება ვალში.


6. განსაკუთრებულად დიდი ზომები (Mince alors!)
Rating
ქმრის გასაოცებლად, ნინა სპეციალური გასახდომი პროგრამით ალპურ კურორტზე გაემგზავრება. აქ ხალხი ძირითადად გასახდომად ჩადის. ნინა, ემილისა და სოფის გაიცნობს, მათთან შეხვედრა კი დაუვიწყარ თავგადასავლებად გადაიქცევა.

7. სიყვარულით პარიზიდან (From Paris with Love)
Rating
ჯეიმსის ცხოვრება ზღაპარს ჰგავს. მას ყველაფერი აქვს და მდიდრულად ცხოვრობს, ჯეიმსს კი სინამდვილეში სხვა ოცნება აქვს - უნდა რომ მისი ცხოვრება თავგადასავლად გადაიქცეს, ფარული აგენტი იყოს, რომელიც მსოფლიოს გადაარჩენს. ბედი მას სიურპრიზს მოუწყობს და არც მოწყენის საშუალებას მისცემს.

8. ძარცვა იტალიურად (The Italian Job)
Rating
ჯონ ბრიჯერი, რომელსაც თავის ჯგუფთან ერთად არაერთი იდეალური ძარცვა ჩაუდენია, დასასვენებლად წასვლას გადაწყვეტს. მხოლოდ ბოლო ძარცვა აქვს დარჩენილი, მაგრამ ამას მოღალატე შეუშლის ხელს.

9. ოუშენის 13 მეგობარი (Ocean’s Thirteen)
Rating
დენი ოუშენისა და მისი გუნდის ნიჭიერი თაღლითობა. როცა კაზინოს მფლობელი ოუშენის თერთმეტკაციან ჯგუფს შეუერთდება, დენი და მისი მეგობრები გაერთიანდებიან, რათა გაიგონ, კვლავ შესწევთ თუ არა ბანკის გაძარცვის ძალა.

10. მონტე კარლო(Monte Carlo)
Rating
გრეისი, მეგი და ემა როგორც იქნა პარიზში აღმოჩნდნენ. მგზავრობა არც თუ სახალისო გამოდგება, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგებენ, რომ ერთ-ერთი მათგანი დიდი ქონების მემკვიდრეა, ნამდვილი თავგადასავალი იწყება.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS