
ელის მანრო თანამედროვე კანადელი მწერალია. ლიტერატურის დარგში ის 2013 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი.
"ტყის" ამბავი მკითხველს ადვილად იტყუებს და მოულოდნელად იწვევს მის აღტაცებას. თემა ადამიანისა და ბუნების ურთიერთობას ეხება და გაჯერებულია ღრმა დრამატიზმით.
2. ჰერტა მიულერი - "სუნთქვის საქანელა"

რომანი გერმანელ მწერალს, ჰერტა მიულერს ეკუთვნის. ეძღვნება რუმინელი გერმანელების ბედს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. რომანი მოგონებებზეა აგებული, შესანიშნავია თავისი სიღრმისეულობითა და შორსმჭვრეტელობით.
3. ჟან-მარი ლე კლეზიო - "დიეგო და ფრიდა"

ფრანგი
მან რამდენიმე წელი ცენტრალურ ამერიკაში, ინდიელების გარემოცვაში გაატარა, რამაც ლე კლეზიოს შემოქმედებასა და აზროვნებაზე დიდი გავლენა იქონია.
ეს წიგნი დოკუმენტური ისტორიაა - XX საუკუნის ცნობილ მხატვრებს დიეგო რივიერასა და ფრიდა კალოს ეხება. წიგნი გულგრილს არავის დატოვებს.
4. დორის ლესინგი - "ოქროს რვეული"

ანა ვულფის ისტორია, ნიჭიერი მწერლი და ერთგული ფემინისტი, რომელიც სიგიჟის ზღვარზე, ყველა თავის აზრსა და განცდებს ოთხ სხვადასხვა - შავ, წითელ, ყვითელ და ლურჯ რვეულებში წერს.
რომანი, ცნობილი ინგლისერი მწერლის საუკეთესო ნაშრომად ითვლება.
5. მო იენი - "დიდი ძუძუ-მკერდი, განიერი გავა"

თანამედროვე ჩინელმა მწერალმა მო იენმა მთელს მსოფლიოში დიდი აღიარება მოიპოვა. ის უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული და ნიჭიერი მწერალია. მისი შემოქმედების წაკითხვა გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევს.
"დიდი ძუძუ-მკერდი, განიერი გავა" - ჩინეთის ისტორიაში XX საუკუნის გრანდიოზულ ნაშრომად ითვლება. აქ ყველა პერსონაჟს სიმბოლური დატვირთვა აქვს.
ისტორია, რომელსაც ერი გადაიტანს, ოფიციალური ისტორიისგან განსხვავებულია. ლიტერატურა კი ისტორია არ არის, ეს მხატვრული გზაა, სხვადასხვა საკითხების გადმოსაცემად.
პენი ლეინი