გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას, როგორ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა, ნეგატიური ადამენების გარემოცვაში ყოფნისას:
1. ნუ მიიღებთ თქვენზე
ადამიანები ცხოვრებაში ხშირად აწყდებიან სირთულეებს. მათ ქმედებაში ჩანს თავდაჯერებულობის ნაკლებობა, შიში, სიბრაზე. ერთი მნიშნელოვანი რამ დაიმახსოვრეთ - ეს მათ ეხება და არა თქვენ! მათ პრობლემებს თქვენი მისამართით ნუ მიიღებთ.
2. მადლიერი იყავით, იმისთვის რაც კარგად მიდის
შეადგინეთ მადლიერების სია, გააგებინეთ ყველას რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის. მადლიერებამ შესაძლოა გრძელი გზა განვლოს,
3. თავს შეახსენეთ, რომ ყველას თავისი გზა აქვს
ყველას შეგვიძლია ცხოვრებისგან ბევრი ვისწავლოთ. ყველა ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს. ამაში დარწმუნდებით, თუ განსაზღვრული აზროვნების ჩარჩოებიდან გამოხვალთ და უფრო მასშტაბურად შეხედავთ ყველაფერს.
4. ეს პრობლემა მიიღეთ, როგორ განვითარებისა და ზრდის საშუალება
ფიქრების შეცვლას, ურთიერთობების შეცვლა შეუძლია. ეჭვებისა და გაურკვევლობს გზას ყველა გადის. ამიტომ დაფიქრდით რატომ შეიძლება იქცეოდეს ეს ადამიანი ასე?
იდეალურია, თუ თქვენში ჯანსაღი აზროვნების კულტივირებას შეძლებთ, მაშინ, როცა ყველაფერი რიგზეა. ეს ცუდ პერიოდში დაგეხმარებათ.
5. განმარტოვდით საკუთარ თავთან
გამონახეთ დრო - ისიამოვნოთ თქვენი ჰობით, წაიკითხოთ ჟურნალი, გაისერინოთ ან გააკეთოთ მედიტაცია. ასე შესანიშნავ ცვლილებას შეამჩნევთ თქვენს ხასიათსა და სხვებთან ურთიერთობაში. როცა თავს ფიქრის საშუალებას აძლევთ, ამით გადაწყვეტილებს პოულობთ.
პენი ლეინი