30 იანვარი, 2016
რას იწვევს მზის სათვალის ხშირი და უადგილო ტარება?
მზის სათვალეებს ნებისმიერ სეზონზე იყენებენ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოდური აქსესუარი. დიზაინერებიც კოლექციებში წარმოგვიდგენენ სხვადასხვა ტიპის სათვალეებს. გაინტერესებთ რამდენად რეკომენდირებულია მზის სათვალის ხშირად ტარება? სტატიაში სწორედ ამ შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს.

მზის სათვალალესთან „მეგობრობა" თქვნს მხედველობაზე ადრე თუ გვიან აუცილებლად აისახება. საქმე იმაშია რომ, ბნელი შუშა ზედმეტად ზღუდავს თვალისთვის სინათლის მიწოდებას. სინათლის დეფიციტის გამო თვალი იძაბება და იღლება. ეს მიზეზები თვალისჩინის გაუარესებას განაპირობებს.

„მედალს ორი მხარე აქვსო." სამაგიეროდ ხარიხიანი შუშა თვალს ულტრაიისფერი სხივებისგან და შესაბამისად დაზიანებისგან
იცავს. დამტკიცებულია, რომ ულტრაიისფერ სხივებს თვალის კატარაქტას გამოწვევა შეუძლია. კატარაქტა თვალის ბროლის სრული ან ნაწილობრივი დაზიანებაა. ამ დროს ბროლი ფერს იცვლის, რძისფერი, მოთეთრო ან მონაცრისფრო ხდება. ამ დაავადების დროს პაციენტი მხედველობის დაქვეითებას უჩივის. მას ხშირად გართულებები მოსდევს და ადამიანი თვალის ჩინს კარგავს.

აუცილებლად გაითვალისწინეთ!

ჩაბნელებულ ადგილებში, მაგალითად კლუბში, მზის სათვალით შესვლა არ შეიძლება. ამ დროს თვალს ხელოვნურად უქმნით წინაღობას და ნორმალურად ფუნქციონირებაში ხელს უშლით. როცა ჯერი შუშის ფერზე მიდგება, ეცადეთ არ შეიძინოთ ლურჯი, აჯობებს იყიდოთ მონაცრისფრო.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS