30 იანვარი, 2016
როგორი დედა ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ვერძი - სიცოცხლით სავსე და ენერგიული ხართ, რითაც შვილს ცხოვრებისადმი ინტერესს უჩენთ. ასეთი დედები კრიტიკულ სიტუაციებში არ იბნევიან და რაციონულად მსჯელობენ. სამწუხაროდ, ისინი თავიანთი ბავშვებისგან მაქსიმუმს მოითხოვენ. მცირე ასაკშივე უნერგავენ შვილებს ამბიციებს და მიზანდასახულ ადამიანებად ზრდიან.

კურო - მყარად დგას მიწაზე. კურო კომფორტსა და მყუდროებას აფასებს, ამიტომ შვილს ყოველთვის მშვიდ გარემოში ზრდის. დედა კურო შვილებს წვრილმანებით ბედნიერებას ასწავლის. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი ძალიან ეკონომიურია, ამიტომ შავი დღისთვის ყოველთვის აქვს ფული გადანახული.

ტყუპები - კომუნიკაბელური
ნიშანია.
მათ მოგზაურობა და სტუმრად სიარული უყვართ. პატარა ბავშვი ადვილად აგროვებს გამოცდილებას, ითვისებს ახალ-ახალ უნარ-ჩვევებს, თუმცა ცხოვრების ეს აქტიური და სწრაფი რიტმი შეიძლება ბავშვისთვის სტრესად იქცეს.

კირჩხიბი - დიდ ყურადღებას აქცევს შვილის ჯანმრთელობას. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვს არასდროს შიოდეს ან წყუროდეს და ყოველთვის ამინდის შესაბამისად ეცვას. კირჩხიბ დედას, სამწუხაროდ, სურს მაქსიმალურად აკონტროლებდეს შვილების ცხოვრებას.

ლომი - ძალიან მზრუნველი მშობელია. ჩვეულებრივ, ლომი სხვა ნიშნის ქვეშ დაბადბეული დედებისგან ეფექტურობით გამოირჩევა. შვილებისთვის ის მისაბაძი მაგალითი ხდება. ლომის შვილები ნაადრევ ასაკში აცნობიერებენ თავისუფლების მნიშვნელობას და, როოგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, სახლიდან მიდიან.

ქალწული - დედა კირჩხიბს წააგავს
, ცდილობს შვილი კალთაზე გამოიბას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული დედა ზედმეტად ყურადღებიანი და შემაწუხებელია. ქალწულების შვილები ყოველთვის მოწესრიგებულები არიან. მათი სამოსი საგულდაგულოდ არის გარეცხილი და დაუთოებული. ქალწული თავის შვილებს შრომისმოყვარე და დისციპლინირებულ ადამიანებად აყალიბებს.

სასწორი - შვილებთან ურთიერთობისას ზომიერად მკაცრი და ზომიერად მეგობრულია.
სასწორი-დედა ხშირად პედაგოგიურ ცოდნას ეუფლება, რომ აღზრდისას რაიმე შეცდომა არ დაუშვას. სასწორი ცდილობს შვილი სიმღერებისა და ცეკვის წრეზე ატაროს, რომ მის მრავალმხრივ განვითარებას ხელი შეუყოს.

მორიელ დედაზე საუბარი რთულია, ვინაიდან მისი საქციელები და აღმზრდელობითი შეხედულებები სულიერ განვითარებაზეა დამოკიდებული. თუ დედა მორიელი სულიერად განვითარებული არ არის დესპოტი მშობელი იქნება და შვილს ცხოვრებას გაუმწარებს. მაგრამ თუ დედა ინტელექტუალურად განვითარებულია მეტ ლოიალურობას გამოიჩენს.

მშვილდოსანი - პოზიტიური დედაა.
ის იშვიათად აკრიტიკებს თავის შვილს და შეცდომების დაშვების უფლებასაც აძლევს. მშვილდოსანი დედიგან ბავშვს ძალიან ბევრი რამის სწავლა შეუძლია. ვინაიდან ამ ნიშნის ქვეშ დაბადბეული ქალები დიდხანს ვერ ჩერდებიან ერთსა და იმავე ადგილას, ბავშვსაც საცხოვრებელი ადგილის ცვლა უწევს და ადაპტაციის უნარი უვითარდება.

თხის რქა -სიტყვაძუნწი დედაა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი ბედისწერას არ ეპუება, შთამბეჭდავია მისი გამძლეობის უნარიც. მან ხშირ შემთხვევაში ზუსტად იცის ზუსტად რა სურს და პრიორიტეტები, რომელსაც შვილს უნერგავს, ცალსახად აქვს ჩამოყალიბებული. თხის რქა-დედა თავშეკავებულია, თუმცა შვილების მკაცრად დასჯა შეუძლია. მისი შვილები ცხოვრებას სერიოზულად უყურებენ და პრაქტიკულად აზროვნებენ.

მერწყული - დედის მთავარი პრობლემა მისი უპრინციპულობაა.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი ბოლომდე გარკვეულ არ არის საკუთარ თავსა და გარესამაროში. მერწყული დედა შვილს ღვთის ანაბარა ზრდის. სამწუხაროდ, ხშირად მერწყული მშობლები ბავშვებს ათამამებენ. მაგალითად, მთავარია გოგონამ/ბიჭუნამ ტირილი შეწყვიტოს და ნებისმიერ სათამაშოს უყიდიან.

თევზები - სთვის შვილები
პატარა ანგელოზები" არიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სენსტიურობით გამოირჩევიან. მათში ცრემლს იწვევს შვილის პირველი სიტყვა, პირველი ნაბიჯები, ბაგა-ბაღში პირველად წასვლის დღე და ა.შ. აღსანიშნავია, რომ თევზებს ცვალებადი ხასიათი აქვთ, ამიტომ თუ ერთ დღეს თბილი და მოსიყვარულე იყო, არ ნიშნავს იმას რომ მეორე დღესაც მოეფერება შვილებს.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS