2. თუ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, მაშინ არ ღირს მასზე დარდი. თუ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, მასზე ნერვიულობა უაზრობაა.
დალაი ლამა
3. იმ შემთხვევაშიც, თუ ძალიან ნიჭიერი ხართ და დიდ ძალისხმევას ხარჯავთ, ზოგიერთი შედეგისთვის უბრალოდ დროა საჭირო: ბავშვს ერთ თვეში ვერ მიიღებთ, მაშინაც კი, თუ ცხრა ქალს დააფეხმძიმებთ. უორენ ბაფეტი
4. ცხოვრებაში ერთხელ იღბალი ყველა ადამიანის კარზე დააკაკუნებს, მაგრამ ხშირად, ამ დროს ადამიანი ლუდის ბარში ზის და
5. ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ ძალიან მალე ვნებდებით. საუკეთესო გზა წარმატებისკენ - ყოველთვის სცადოთ კიდევ ერთხელ.
თომას ედისონი
6. მე პირადად მიყვარს ნაღები მარწყვით, თევზს კი რატომღაც ჭიები ურჩევნია. სწორედ ამიტომ, როცა სათევზაოდ მივდივარ, იმაზე არ ვფიქრობ, მე რა მიყვარს. ვფიქრობ იმაზე, თუ რა უყვარს თევზს. დეილ კარნეგი
7. დილით გაღვიძებისას, საკუთარ თავს ჰკითხე: "რა უნდა გავაკეთო?" საღამოს, დაძინებამდე კი - "რა გავაკეთე?" პითაგორა
8. შესაცოდი, წარუმატებელი, უბედური და ავადმყოფი - ის არის, ვინც ხშირად იყენებს სიტყვას "ხვალ". რობერტ კიოსაკი
9. მოხუცები ხშირად ურჩევენ ახალგაზრდებს, ფული დაზოგონ. ეს ცუდი რჩევაა. ნუ შეინახავთ დანაზოგს. ჩადეთ ეს ინვესტიცია საკუთარ თავში. ცხოვრებაში ერთი დოლარიც არ დამიზოგავს, ვიდრე 40 წელს არ მივაღწიე. ჰენრი ფორდი
10. მე ეს მსურს. ე.ი. ეს იქნება. ჰენრი ფორდი
11. დამარცხება არ ვიწვნიე. უბრალოდ 10 000 შესაძლებლობა ვიპოვე, რომლებიც არ მუშაობს. ტომას ედისონი
12. მძიმე შრომა - ეს დაგროვილი მარტივი საქმეებია, რომლებიც თავის დროზე არ გააკეთეთ. ჯონ მაქსველი
13. ადრე ვამბობდი: "ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი შეიცვლება". მერე მივხვდი - იმისთვის, რომ ყველაფერი შეიცვალოს ერთადერთი საშუალება
არსებობს - მე თვითონ უნდა შევიცვალო. ჯიმ რონი
14. გაკვეთილი, რომელიც მე გამოვიარე და მთელი ცხოვრება მივყვები, იმაში მდგომარეობს, რომ უნდა სცადო, ისევ სცადო და კიდევ ერთხელ
სცადო - მაგრამ არასდროს დანებდე! რიჩარდ ბრენსონი
15. დღეს გააკეთე ის, რაც სხვებს არ სურთ. ხვალ ისე იცხოვრებ, როგორც სხვებს არ შეუძლია.
პენი ლეინი