27 იანვარი, 2016
როგორ ამოვიცნოთ ''პარაზიტი'' ქალი?
ლევ ტოლსტოი რომანში''ანა კარენინა," წერს:''ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყოველ უბედურ ოჯახს კი თავისი უბედურება სჭირს." თუ უბედურება სიდუხჭირესთანაა დაავშირებული, ქალი ადვილად კარგავს შარმს და მის თვალებში ცეცხლიც ქრება.

ერთი შეხედვით მამაკაცების დადანაშაულება მარტივია, თუმცა თეორეტიკოსებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ ქმრის წარუმატებლობა ცოლის ბრალია. მართლაც, წარმატებული კაცების 99%-ის უკან ჭკვიანი ქალი დგას.

არსებობენ'' ქალი-პარაზიტები," რომლებიც თავიდანვე მსხვერპლს ეძებენ. ასეთი ქალები კაცისგან მაქსიმალურ მოგებას ელოდებიან. იყენებენ ქმრის სხეულს, ენერგიას, პოტენციასა
და ინტელექტს. მამაკაცს ამ ქალის დედის, დების და დაქალების რჩენაც კი უწევს.

''პარაზიტის" მისიაა ჩვეულებრივი კაცი ბანკომატად აქციოს. პირველ რიგში ის კაცს ჩამოაშორებს მშობლებს, დებს/ძმებს, ნათესავებსა და მეგობრებს, ვინაიდან მათ მამაკაცის გამოფხიზლება შეუძლიათ. ეს ქალი ურთიერთობის დასაწყისშივე აფრთხილებს შეყვარებულს, რომ ქორწინების შემდეგ დედამთილთან ერთად ვერ იცხოვრებს.

სახლი, რომელშიც ქმართან ერთად გადავა, მისი სამფლობელო გახდება, კაცი კი - მონა. მაშინაც კი თუ ბინა კრედიტით არის გამოტანილი, ქალს თავი ისე უჭირავს, რომ ფინანსური პრობლემა მას არ ეხება. ასეთი ცოლი დაუდევრად ხარჯავს ქმრის მიერ გამომუშავებულ ხელფასს, დაუკითხავად იღებს ვალებს და საბოლოო ჯამში მეუღლე ფინანსურ კრიზისამდე მიჰყავს.

როგორ ამოვიცნოთ ''პარაზიტი''?

არ იჩქაროთ ქალის ცოლად მოყვანა. მის შესახებ აუცილებლად გაარკვიეთ მნიშვნელოვანი დეტალები.

1. ქალს სამსახური უნდა ჰქონდეს

შეიძლება, მას არ დაუმთავრებია უნივერსიტეტი და არც წითელი დიპლომი აქვს სახლში, მაგრამ საკუთარი თავის რჩენა უნდა შეეძლოს. ჰკითხეთ რას საქმიანობს? არაჩვეულებრივია თუ რაიმე ხელობა ეხერხება, ატელიეში ან სალონში მუშაობს.

2. ამბიციური უნდა იყოს

საქართველოში სიტყვა''ამბიცია" ლანძღვასთან ასოცირდება. სინამდვილეში ამბიცია პოტენციის შესაბამისი სურვილია. მაგალითად, ქალს ყვავილები უყვარს და ოცნებობს ფლორისტული მაღაზია გახსნას.

3. არ უნდა იყოს ზარმაცი.

ზარმაცი ქალი ყოველთვის ეცდება საქმე სხვას გააკეთებინოს. არ დაალაგებს სახლს, არ გააკეთებს საჭმელს. სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს საშინაო საქმეებში''დახმარებას" სთხოვს.

4. ნებისყოფა უნდა ჰქონდეს

უნებისყოფო ქალი სირთულეებს ვერ გაუმკლავდება და პარაზიტულ ცხოვრების წესს მიმართავს. ნებისყოფა გვაიძულებს, შევეწინააღმდეგოთ საკუთარ თავს.

5. თქვენს საყვარელ ადამიანებთან დაახლოებას უნდა ცდილობდეს

ქალი, რომელსაც უყვარხართ, ცდილობს, დედათქვენს თავი მოაწონოს, თქვენთვის ძვირფას ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს და თქვენი კომფორტისთვის ჰარმონიული ურთიერთობა დაამყაროს მათთან.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS