27 იანვარი, 2016
რას კითხულობენ შენს შესახებ შეყვარებულის ძმაკაცები?
თავიდან ქალს ერთი მამაკაცის მოხიბვლა უწევს, მაგრამ როგორც კი მის გულს მოინადირებს ძმაკაცების მონუსხვის ჯერი დგება. დამიჯერეთ, ეს არც თუ ისე მარტივია, მაშინაც კი თუ ლამაზი და ჭკვიანი ხართ. თქვენ ალბათ გიკვირთ, რატომ შეიძლება, აგითვალწუნონ საყვარელი კაცის მეგობრებმა. პასუხი მარტივია:

ა.
მათთვის თქვენ კონკურენტი ხართ. ეშინიათ, რომ ძმაკაცს წაართმევთ და ერთად გართობის საშუალება აღარ ექნებათ.

ბ.
ისინი ფიქრობენ, რომ მათი ძმაკაცი მეტს იმსახურებს (მაშინაც კი თუ კვაზიმოდოა.)
როგორც კი ბიჭი ძმაკაცებთან თქვენ შესახებ დაიწყებს საუბარს,
მეგობრები აუცილებლად დაუსვამენ მას სტატიაში განხილულ შეკითხვებს:

1. ლოგინისთვის გინდა, თუ სერიოზულად უყურებ?

თუ კაცს თქვენ მიმართ გრძნობები აქვს და სერიოზული ურთიერთობის წამოწყება სურს, საძმაკაცოში არ იტყვის, რომ ლოგინში ჩასაწვენად უნდიხართ. შეიძლება მეგობრებს გული არ გადაუშალოს და თქვენდამი აღფრთოვანება მაღალფარდოვანი სიტყვებით არ გამოხატოს, მაგრამ აუცილებლად აღნიშნავს, რომ თქვენ განსაკუთრებული ხართ.

თუ ძმაკაცები ჩათვლიან, რომ მსუბუქი ყოფაქცევის გოგონა ბრძანდებით, კითხვების დასმას არ გააგრძელებენ. ის, რაც საწოლში ხდება, საწოლშივე რჩება. მაგრამ თუ შეატყობენ, რომ მათი მეგობარი სერიოზულად არის განწყობილი, თქვენდამი ინტერესი მოიმატებს.

2. სექსუალურია?

უკეთესი იქნებოდა ძმაკაცები თუ იკითხავდნენ ''ლამაზია?" ''ელეგანტურია?" ''წარმოსადეგია?" მაგრამ ყველა ამ მახასიათებელზე მნიშვნელოვანი, კაცისთვის სექსუალურობაა. ნაკლებ სავარაუდოა ბიჭმა განავრცოს, რა ზომის მკერდი გაქვთ და რამხელაა თქვენი საჯდომი, მაგრამ მინიმუმ თავს მაინც დააქნევს.

თუ ის ქალი, რომელსაც ძმაკაცი სერიოზულად უყურებს, სექსუალურია, მეგობრებს თავის ხელში აყვანა მოუწევთ. ადვილი არ არის, ძალიან მიმზიდველ ქალს დასავით შეხედო, მითუმეტეს თუ ცოტა გამომწვევად იცვამს.

3. როგორი მადა აქვს?

ერთხელ შეყვარებულის ძმაკაცებთან ერთად კაფეში შევედი. ჩემს მეორე ნახევარს პიცა შევაკვეთინე. მომხდარი ძალიან გააზვიადეს და მომდევნო რამდენიმე თვე მისი მეგობრები ყველგან ყვებოდნენ, რომ ცხოველური მადა მაქვს. თუ გოგონა ბევრს ჭამს, ბიჭის მეგობრების თვალში, ეს დიდი ნაკლია. თუ ცოტას მიირთმევთ, გაკრიტიკებისგან დაზღვეული მაინც არ ხართ. კაცების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ქალი ზუსტად ისეთია ლოგინში, როგორიც სუფრაზე ჯდომისას. ასე რომ ეს კითხვა რამდენიმენაირად შეიძლება გავიგოთ.

4. სად გაიცანი?

თქვენ წარმოიდგინეთ, ძმაკაცები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სად გაიცნო მათმა მეგობარმა გოგონა. თუ ერთმანეთს კლუბში შეხვდით, ძმაკაცები ეცდებიან,  ჩირქი მოგცხონ. ხშირად ბიჭები სტერეოტიპულად აზროვნებენ: ''პატიოსანი გოგონა ღამე სახლში რჩება. პლატონურ სიყვარულს კი კლუბში არავინ ეძებს."

ანდრეა ნარიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნსნს
ყველა კაცი იდიოტია და მათი მეგობრები ხომ უარესები
21:41 / 27-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS