მამაკაცი თავისით ვერ მიხვდება, რას ელი მისგან. ისევე, როგორც მას არ შეუძლია, ყოველთვის გამოიცნოს რისთვის განაწყენდი.
2. ნუ აიძულებ შენს საყვარელ მამაკაცს, შენი დაქალები შეიყვაროს
თუ მას თქვენთან ერთად სამზარეულოში ჩაის დალევა არ სურს - მით უკეთესი. ხანდახან უკეთესიცაა მეგობრებთან ერთად განმარტოება დ მხიარული დროის გატარება. ხოლო ის, რომ მეგობრების გარემოცვაში ქმარმა მოიწყინოს, ამას ყოველთვის მოასწრებ.
3. ხშირად ჩაეხუტეთ ერთმანეთს
ხანდახან ერთ ჩახუტებას მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე რომელიმე სიტყვას. ამასთან, ჩახუტება არა მარტო გაახლოვებთ,
4. ნურასდროს დაიწყებ განხილვებს ძილის წინ
პირველ რიგში, რამდენად შესანიშნავიც არ უნდა იყოს ეს დღე, არასასიამოვნო დასასრულით დაგამახსოვრდებათ. მეორეც, შენ ხომ იცი, რომ ყველაფერი რაც საღამოს ძალიან მნიშვნელოვნად გეჩვენება, დილით არაფრად მოგეჩვენებათ.
5. ნუ გაიხსენებ წარსულს
ურთიერთობაში სირთულეები ნებისმიერს აქვს. თუ შენმა მეორე ნახევარმა დააშავა, შენ კი უკვე აპატიე - ნუღარ შეახსენებ, რამდენად გაიძვერაა, შენ კი როგორი სულგრძელი ხარ.
6. დროის ერთად გატარება
ეცადე, ყოველთვის გამონახო დრო საყვარელი ადამიანისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, რით დაკავდებით - სექსით, თუ ყვავილების გადარგვით, მთავარია, ეს ერთად გააკეთოთ.
7. გამოხატე მადლიერება
თუ შენს თხოვნას შეასრულებს, გულწრფელი მადლობა გადაუხადე და სხვა დროს ის შენთვის კიდევ უფრო მეტს გააკეთებს. ხშირად უთხარი "მადლობა" და ეს მთელი გულით გააკეთე.
პენი ლეინი