27 იანვარი, 2016
18 რამ, რისთვისაც ბოდიში აღარ უნდა მოიხადოთ
ხშირად ბოდიშის მოხდა იმისთვის გიწევთ, რომ ზედმეტად განიცდით გარშემომყოფების აზრზე, ან ფიქრობთ, რომ ეს უფრო თავაზიანი საქციელია. სინამდვილეში კი ბოდიში, ფუჭად გამოსაყენებელი სიტყვა არ არის, ამიტომ იმ 18 შემთხვევას გთავაზობთ, როცა ბოდიში არ უნდა მოიხადოთ:

1. ბოდიშს ნუ მოიხდით იმისთვის, რომ ამ შეშლილ სამყაროში, ჯერ კიდევ გულწრფელი და ნამდვილი ხართ.

2.
ბოდიშს ნუ მოიხდით თქვენი არასრულყოფილებისთვის - როგორც ფიზიკურად, ისე შინაგანად. თითოეულ ჩვენგანს, უამრავი ღირსება თუ ნაკლი აქვს, და სწორედ ეს გვაქცევს უნიკალურებად.

3.
ნუ მოიხდით
ბოდიშს იმისთვის, რომ ამოშალეთ ადამიანები, ვინც თქვენს ცხოვრებას წამლავდნენ, მიუხედავად იმისა თუ რამდენ ხანს და კარგად იცნობდით მათ.

4. საკუთარი შეცდომებისა და წარუმატებლობისთვის ბოდიშს ნუ იხდით. თქვენ ის ხართ, ვინც გაბედა და სწორი დასკვნები გააკეთა, სხვას კი დაწყებაც შეეშინდა. ახლა რომელია თქვენს შორის გამარჯვებული?

5. ნუ ითხოვთ პატიებას, რომ ცოტა უფრო წინდახედული გახდით, ვიდრე ადრე.

6. ბოდიშს ნუ მოიხდით, თუ აღარ შეგიძლიათ გიყვარდეთ ის, ვინც ტკივილი მოგაყენათ.

7. ნუ მოუბოდიშებთ უპატივცემულო დამოკიდებულებისთვის მათ, ვისაც მხოლოდ პირადი საჭიროებებისთვის სჭირდებით.

8. ბოდიშს ნუ მოიხდით, რომ ოდესღაც არასანდო ადამიანების გჯეროდათ, ეს შესაძლოა მტკივნეული, მაგრამ ძალიან საჭირო გაკვეთილია.

9. ბოდიშს ნუ მოიხდით, თუ ყოველგვარი მიზეზის გარეშე წვეულებას გამართავთ, მცირე გართობებისთვის ხომ სულაც არ არის საჭირო გრანდიოზული დღესასწაულები, მოვლენები ან მნიშვნელოვანი თარიღები.

10. ბოდიშს ნუ მოიხდით თქვენი ნათქვამი სიმართლისთვის.

11. ნუ ითხოვთ პატიებას იმისთვის, რომ გამოხატავთ პირად ემოციებს და არ მალავთ მათ.


12. სხვა ადამიანის ნამოქმედარისთვის ნურასდროს მოიხდით ბოდიშს, მაშინაც კი, თუ მისი გადადგმული ნაბიჯი თქვენც გეხებათ.

13.
ნუ მოიხდით ბოდიშს იმისთვის, რომ საკუთარ თავს უთმობთ დროს და პირად ინტერესებს არ ივიწყებთ.

14. ბოდიშს ნუ მოიხდით პირადი აზრისა და რწმენისთვის.

15. ნუ იხდით ბოდიშს უარის თქმისთვის. ეს თქვენი გადაწყვეტილებაა და ამის უფლება გაქვთ.

16. ცნობისმოყვარეობისთვის პატიებას ნუ ითხოვთ. ნურც გარშემომყოფებზე, ადამიანებზე, საგნებსა და მოვლენებზე დაინტერესებისთვის. რომ არ წყვეტთ შეკითხვების დასმასა და მათზე პასუხის ძებნის პროცესს.

17. არასდროს და არავის წინაშე არ მოიხადოთ ბოდიში იმისთვის, რომ თქვენი ოცნების ერთგული რჩებით.

18. ბოდიშს ნუ იხდით იმისთვის, რომ ის ხდებით, ვინც ჭეშმარიტად გსურთ, გახდეთ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
წარმატების ფორმულა.
უფრო სწორად ასეა: ბოდიში არავის არ უნდა მოუხადო, ახსნა-განმარტება არავის არ უნდა მიცე და მადლობა არავის არ უნდა უთხრა. თუ შეგეშლება და ერთჯერ მოუხდი ბოდიშს ან მადლობას მერე ასჯერ მოგახდევინებენ.
18:10 / 29-01-2016
გამოხმაურება / 0 /
და საერთოდაააც
იცხოვრე ისეეეეეეე რომ არ დაგჭირდეს ბოდიშის მოხდა, და ნუ დახარჯავ დროს იმაზე ფიქრით რაზე მოიხადო ბოდიში და რაზე არაა
17:11 / 27-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS