27 იანვარი, 2016
რატომ გიჭირთ დაორსულება, როცა ჯანმრთელი ხართ? რა ხდება უნაყოფობის მიზეზი?
ყველა ქალს უნდა ჰქონდეს დედობის ბედნიერება. თუ თვლით, რომ მზად ხართ ისეთი დიდი პასუხისმგებლობისთვის, როგორიც შვილის გაჩენაა, დროა ორსულობის დაგეგმარება დაიწყოთ. პირველ რიგში, ჯანმრთელობას უნდა მიხედოთ, სწორედ მასზეა დამოკიდებული დაორსულდებით თუ არა? ან მოახერხებს თუ არა ნაყოფი სრულფასოვან განვითარებას.

ეწვიეთ კლინიკას, ჩაიტარეთ საჭირო ანალიზები და ექიმის დახმარებით ცხოვრების წესი შეცვალეთ. მიირთვით ცილის შემცველი საკვები, ვინაიდან სწორედ ცილა თამაშობს უდიდეს როლს ზიგოტის წარმოქმნაში.

როგორ მოვიქცეთ თუ ვერ ვორსულდებით?

თუ თქვენ ჯანმრთელი წყვილი ხართ და სექსითაც რეგულარულად
კავდებით, მაგრამ ქალი ვერ ორსულდება, გადახედეთ თქვენს წარსულს. თუ კონტრაცეფციის საშუალებებს იღებდით, ბუნებრივია, რომ დაორსულება გაგიჭირდებათ და ორგზანიზმს საშუალოდ ერთი წელი დასჭირდება პირველ მდგომარეობაში დასაბრუნებლად. ხომ არ იღებდით ანტიბიოტიკებს, რომელსაც ჰორმონალური დისბალანსის გამოწვევა შეეძლო?

სტრესი ხომ არ გადაგიტანიათ თქვენ ან თქვენს პარტნიორს? აღელვება მაშინ გმართებთ, როდესაც წელიწად-ნახევრის შემდეგაც ვერ მიაღწევთ შედეგს.

რატომ ხართ უნაყოფო?

უნაყოფობა დამოუკიდებელი დაავადება არ არის. იგი განპირობებულია ჯანმრთელობის სხვა პრობლემებით. დიდი მნიშვნელბა აქვს მენსტრუალურ ციკლს. თუ ციკლი არეული გაქვთ, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ენდოკრინოლოგიური ან რეპროდუქციული პრობლემები გქონდეთ. შეიძლება, საშვილოსნოს მილების დისფუნქცია გჭირდეთ.

უმეტესწილად დიდ როლს ფსიქოლოგიური ფაქტორიც თამაშობს: ქალი ვერ ხვდება, მაგრამ მისი ორგანიზმი მზად არ არის ორსულობისთვის.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS