ეწვიეთ კლინიკას, ჩაიტარეთ საჭირო ანალიზები და ექიმის დახმარებით ცხოვრების წესი შეცვალეთ. მიირთვით ცილის შემცველი საკვები, ვინაიდან სწორედ ცილა თამაშობს უდიდეს როლს ზიგოტის წარმოქმნაში.
როგორ მოვიქცეთ თუ ვერ ვორსულდებით?
თუ თქვენ ჯანმრთელი წყვილი ხართ და სექსითაც რეგულარულად
სტრესი ხომ არ გადაგიტანიათ თქვენ ან თქვენს პარტნიორს? აღელვება მაშინ გმართებთ, როდესაც წელიწად-ნახევრის შემდეგაც ვერ მიაღწევთ შედეგს.
რატომ ხართ უნაყოფო?
უნაყოფობა დამოუკიდებელი დაავადება არ არის. იგი განპირობებულია ჯანმრთელობის სხვა პრობლემებით. დიდი მნიშვნელბა აქვს მენსტრუალურ ციკლს. თუ ციკლი არეული გაქვთ, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ენდოკრინოლოგიური ან რეპროდუქციული პრობლემები გქონდეთ. შეიძლება, საშვილოსნოს მილების დისფუნქცია გჭირდეთ.
უმეტესწილად დიდ როლს ფსიქოლოგიური ფაქტორიც თამაშობს: ქალი ვერ ხვდება, მაგრამ მისი ორგანიზმი მზად არ არის ორსულობისთვის.
რადა მახარაძე