27 იანვარი, 2016
ფატიმას თვალი, უძველესი თილისმა, რომელიც ადამიანებს მასშტაბური უბედურებისგან იცავდა
ჩემი ოჯახის ქალები რელიგიურები არიან, მაგრამ თვალის ცემისა და თილისმების მაინც სჯერათ. ბავშვობიდანვე ვაკვირდებოდი უცნაურ ნივთს, რომელიც თვალს მაგონებდა. ის სახლის სხვადასხვა ნაწილში კედელზე ან ფარდაზე ეკიდა. როცა დედამ კაბაზეც კი შემაბნია, ვიკითხე რა არის-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ამ თილისმას „ფატიმას თვალი" ერქვა, ავი თვალისგან იცავდა ადამიანს და ბედნიერებას იზიდავდა. დღეს ფატიმას თვალს პირადად მე აღარ ვატარებ, მაგრამ ჩვენს ოჯახში ჯერ კიდევ სათანადო ადგილი უკავია.

ფატიმას თვალი ყველაზე გავრცელებული თილისმაა. რუსეთში მას „ლურჯ მზერას" და „თურქულ
თვალსაც" უწოდებენ. თავად თურქები მას „ნაზარის" ეძახიან. ფატიმას თვალს ნებისმიერი ნეგატივის ასხლეტა შეუძლია. სწორედ ამიტომ ბევრ უხერხულ და უსიამოვნო სიტუაციას აგარიდებთ. რეკომენდირებულია ბავშვებისთვის და ლამაზი ადამიანებისთვის, ვინაიდან მათი გათვალვა ძალიან ადვილია.

რაც უფრო დიდია ნაზარი, მით უფრო შთამბეჭდავია მისი შესაძლებლობები. ფატიმას თვალი განსაკუთრებით ძლიერია თუ მას ორი შეყვარებული ადამიანი ჩუქნის ერთმანეთს. „ლურჯი მზერა" მათ მასშტაბური უბედურებებისგან იცავს. შემთხვევითობა სულაც არ არის, რომ ხშირად ამ თილისმის ფერებს იყენებენ თვითმფრინავების ინტერიერის მოწყობისას.

სახლში ფატიმას თვალი სიმყუდროვესა და მშვიდ გარემოს ქმნის. არც ერთი ოჯახის წევრი არ დაიკარგება, ხოლო თუ დროებით გაქრება მალევე აუცილებლად უვნებელი დაბრუნდება შინ. ფატიმას თვალი ოჯახის შემოსავლიანობას ზრდის. თუ გაუთხოვარი ხართ ან სიყვარულში პირველად არ გაგიმართლათ, აუცილებლად შეგახვედრებთ თქვენს მეორე ნახევარს.

თუ სურთ, რომ თილისმა დიდხანს გემსახუროთ, პერიოდულად სუფთა წყალში უნდა ჩადოთ, შემდეგ ამოიღიოთ და კარგად გაამშრალოთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლელა
სად შეიძლება შეძენა
17:31 / 24-12-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS