26 იანვარი, 2016
5 წიგნი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება: მათ წასაკითხად ერთი ღამეც საკმარისია
უძილობა რაც დამჩემდა კითხვაზე გადავერთე. სტატიაში გთავაზობთ 5 წიგნს, რომელიც მომენტალურად ჩაგითრევთ, სიუჟეტი ერთ ამოსუნთქვაში განვითარდება და განთიადზე ბოლო თავის კითხვასაც დაასრულებთ.

1. დიანა სეტერფილდი ''მეცამეტე ზღაპარი"
Rating
ეს არის გოთიკური ისტორია, რომელიც ოჯახის საიდუმლოებებზე მოგვითხრობს. წიგნის კითხვისას უსიამოვნოდ დაგბურძგლავთ, რადგან მისტიკური მოვლენები რეალურად არის აღწერილი. სიუჟეტი დატვირთულია მოჩვენებებითა და სულებით. დიანა სეტერფილდს საოცარი ფანტაზიის უნარი აქვს. დიანას ეს რომანი ნამდვილად შთამბეჭდავია. მასში გაერთიანებულია ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიცაა: დახვეწილი და მსუბუქი წერის მანერა, საინტერესო პერსონაჟები და მოვლენების
განვითარების დინამიკა.

2. დუგლას ადამსი ''გალაქტიკის გაჩერებებზე"
Rating
პირველივე ფურცლების კითხვისას მღელვარების განცდა დაგეუფლებათ. ალბათ ნამდვილ კოსმოსურ ხომალდში რომ ჩამჯდარიყავით ზუსტად იგივეს იგრძნობდით, შთაბეჭდილებებით აივსებოდით და გაოცდებოდით. რომანი გაჯერებულია იოუმორითა და სარკაზმით.

3. ჯონ ფაულზი ''კოლექციოინერი"
Rating
მარტოსული ახალგაზრდა მოულოდნელად დიდ თანხას მოიგებს. საინტერესოა რაში შეიძლება დახარჯოს ფული კაცმა, რომელსაც პეპლების შეგროვება მოსწონს? მთავარი პერსონაჟი საიდუმლოდ შეყვარებულია ადგილობრივ ლამაზმანზე. ისტორიაში აღწერილია მანიაკისა და მისი მსხვერპლის რთული ურთიერთობა.

4. გაბრიელ გარსია მარკესი ''მოგონებები ჩემი ნაღვლიანი კახპების შესახებ"
Rating
ეს წიგნი რეალობას თავიდან ბოლომდე მოგწყვეტთ და დაგაფიქრებთ: ''ახლახან რა წავიკითხე?" ეს არის სულის შემძვრელი, სევდიანი ცხოვრებისეული რომანი სიყვარულზე, ადამიანთა შეცდომებზე და ბედნიერების ძიებაზე. გაბრიელ გარსია მარკესი მკითხველს აიძულებს ჩაუღრმავდეს სიყვარულს. რომელი სიყვარულია ნამდვილი? რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ის?

5. სტივენ კინგი ''გაქცევა შოუშენკიდან."
Rating
თუ რაღაც მომენტში ადამიანის შესაძლებლობებში ეჭვი შეგეპარებათ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი. ნაწარმოებში მოთხრობილია უდანაშაულო კაცის ტრაგედია. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მთავარი პერსონაჟი მაინც მოახერხებს გაქცევას.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინი
გაქცევა შოუშენკიდან ფილმიც გადასარევია.
17:45 / 06-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS