შაქარი
შესანიშნავი საკვები ოთახის მცენარეებისთვის. გლუკოზა, რომელსაც შაქარი დიდი რაოდენობით შეიცავს, ძალიან ეფექტური საშენი მასალაა ფესვის სისტემისთვის. იმისათვის, რომ შაქარი სასუქად გამოიყენოთ, 0,5 ლ წყალში გახსენით 2 ჩ/კ შაქრის ფხვნილი. ამ ნარევით მორწყეთ მცენარე 2 კვირაში ერთხელ. ყველაზე მეტად ტკბილი წყალი კაქტუსებსა და სუკულენტებს უყვართ.
კარტოფილის ნახარში
სახამებლის შესანიშნავი წყარო
რძიანი წყალი
დეკორატიული მცენარეების საყვარელი სასუქია. რძე მთელ რიგ სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს, რომელიც მწვანე მასის ინტენსიურ ზრდას უწყობს ხელს. 1 ლიტრ წყალს დაუმატეთ 100 მლ უცხიმო რძე და კარგად აურიეთ. მიღებული ნარევით მცენარე შემდეგი სქემის მიხედვით უნდა მორწყათ: 2 ჩვეულებრივი მორწყვა – 1 რძიანი მორწყვა.
ბანანის კანი
ბანანის კანი დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს, რომელიც ყვავილობის ბუნებრივი სტიმულატორია. ოთახის ვარდი, ბეგონია, აზალეა – ამ მცენარეებისთვის პირდაპირ მისწრებაა "ბანანის სასუქი". მის მოსამზადებლად უნდა გაახმოთ ბანანის კანი, შემდეგ დაფქვათ ყავის საფქვავში, მიიღებთ ყავისფერ ფხვნილს. ეს ყავისფერი ფხვნილი უნდა მოაყაროთ ქოთანში ნიადაგს ყოველი მორწყვის წინ. იხილეთ სრულად