26 იანვარი, 2016
როგორ მოქმედებს ცხოვრებაზე, საცხოვრებელი ბინის სართული
ნუმეროლოგიის მიხედვით ყველა ციფრს თავისი დანიშნულება აქვს. ამ ჩამონათვალის მიხედვით კი შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ ზეგავლენას ახდენს თქვენი საცხოვრებელი ბინის სართული, თქვენს ცხოვრებაზე:

პირველი სართული - ეს რიცხვი ადამიანს ამბიციურობისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვაზე უბიძგებს. კარიერისტებს ეს სართული დიდ წარმატებას მოუტანს.

მეორე
- ეს რიცხვი გარშემომყოფების მიმართ მეტად მომთმენს გხდით. მეორე სართულზე მცხოვრებნი, ხშირად დეპრესიით იტანჯებიან, ბევრს ოცნებობენ და ილუზიებით ცხოვრობენ.

მესამე - ამ სართულის მცოვრებნი დიდებისკენ, თანამდებობისა და მატერიალური კეთილდღეობისკენ ისწრაფვიან. მათთვის საზოგადოებაში მაღალი პოზიცია ძალიან
მნიშვნელოვანია.

მეოთხე - აქ მცხოვრებნი ხშირად უკმაყოფილონი არიან საკუთარი ცხოვრებით. ის გამუდმებით გარშემო არსებულ რეალობაზე საყვედურობს და კრიტიკას ძალიან მტკივნეულად იღებს.

მეხუთე - კარიერულ ზრდასა და მეტ მოგებას მოგიტანთ.

მეექვსე
- ეს სართული ოჯახისთვისაა საკეთილდღეო. მშვიდობა, ბავშვები, სიმყუდროვე და სიყვარული - აი, რის მოცემა შეუძლია მეექვსე სართულს.

მეშვიდე
- შემოქმედებითი და ორიგინალური ადამიანებისთვისაა. თუ ამ სართულზე სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები გადავლენ საცხოვრებლად, ისინიც კი, მალე დაიწყებენ სხვებისგან განსხვავებულ ცხოვრებას.

მერვე
- ეს წარუმატებელი სართულია. აქ მაქსიმალისტები ცხოვრობენ, რომლებიც ხშირად ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადიან.

მეცხრე -
მეცხრე სართულიდან ძლიერი ენერგეტიკა მოდის. აქ ისინი იპოვიან ბედნიერებას, ვინც მიზნისკენ ისწრაფვის. ეს ლიდერების სართულია.

მეათე -
ვინც მეათეზე ცხოვრობს, დიდებისა და ლიდერობისკენ ისწრაფვის - ოჯახში, სამსახურში, სამეგობრო წრეში.

მეთერთმეტე
- ეს სართული ძლიერი, მებრძოლი ხასიათით აჯილდოვებს. კარგი ვარიანტია, ამბიციური, შემოქმედებითი და ორიგინალური პიროვნებებისთვის.

მეთორმეტე
- ამ სართულიდან გამომავალი ვიბრაცია, აქაურ ბინადრებზე ნეგატიურად აისახება. ისინი საკუთარი თავის რწმენას კარგავენ და გამუდმებით მორალური თანადგომა სჭირდებათ.

მეცამეტე -
ეს ნოვატორებისა და გამომგონებლების ციფრია. როგორც წესი, მეცამეტე სართულზე უჩვეულო ხალხი ცხოვრობს, რომლებიც რაღაც ახლისა და უნიკალურის შექნას ცდილობენ. თუმცა ხშირად, მათი იდეები გაუგებარია.

მეთოთხმეტე
- მათი მთავარი საფიქრალი მატერიალური კეთილდღეობა ხდება. ეს სართული წარმატებული იქნება მათთვის, ვისაც გამდიდრება სურს.

მეთხუთმეტე
- ეს სართული, მაცხოვრებლებს შინაგან და გარეგან ხიბლს ჰმატებს. ეს მაცხოვრებლები ადამინებს მიიზიდავენ.

მეთექვსმეტე
- ნუმეროლოგიის თანახმად, 16 ადამიანს უფრო რისკიანს, თავისუფალს და ავანტიურულს ხდის. ამ სართულზე მოგზაურები და თავგადასავლების მოყვარულები ცხოვრობენ.

მეჩვიდმეტე
- ამ ადამიანებისთვის არ არსებობენ იდეალები. ჭეშმარიტებას თავად ეძიებენ და ბოლოს გადაწყვეტენ, რა არის კარგი და რა ცუდი.

მეთვრამეტე
- ეს სართული ადამიანს სურვილებისა და გეგმების რეალიზაციის საშუალებას მისცემს. ხანდხან ძალიან ფიცხები და იმპულსურები არიან.

მეცხრამეტე
- ადამიანს ძალაუფლების მოყვარულ ხასიათს სძენს, რაც შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს ადამიანებთან ურთიერთობისას, თუ მის ლიდერულ ბუნებას არ გადააბიჯებს.

მეოცე
- ამ სართულის ბინადრები ხშირად ილუზიებში ცხოვრობენ. რეალურ ცხოვრებასთან ბრძოლისა და სირთულეების გადალახვის უნარი არ შესწევთ.

ოცდამეერთე
- მათი ფიქრები უფრო მატერიალურია. აქ ყველა სურვილი და ოცნება რეალობად სწრაფად იქცევა.

ოცდამეორე
- ადამიანს თავდაჯერებულობას უკარგავს.

ოცდამესამე
- ისინი ცხოვრებისგან ბევრს მოითხოვენ, მაგრამ ოცნებების რეალიზებისთვის
ძალიან ცოტა ძალისხმევას ხარჯავენ.

ოცდამეოთხე
- განცდებისა და ემოციური არასტაბილურობის რიცხვი. აქ მცხოვრებნი შეგუებულები არიან მოთმენასა და ყველა ნეგატიური სიტუაციის ისე მიღებას, რომ თითქოს აუცილებელია.

ოცდამეხუთე
- ეს სართული არასტაბილურობის ენერგეტიკას ასხივებს. მაცხოვრებლები ერთი უკიდურესობიდან მეორეს ხვდებიან და გამუდმებით რაღაც ახლის ძიებაში არიან.

პენი ლეინი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაკა
და თუ ჯერ პირველზე ვცხოვრობდი, მერე მეოთხეზე, მერე მესამეზე , მერე მერვეზე , მერე მეექვსეზე, და ახლა მეორეზე ვცხოვრობ?????
14:15 / 19-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS