პირველი სართული - ეს რიცხვი ადამიანს ამბიციურობისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვაზე უბიძგებს. კარიერისტებს ეს სართული დიდ წარმატებას მოუტანს.
მეორე - ეს რიცხვი გარშემომყოფების მიმართ მეტად მომთმენს გხდით. მეორე სართულზე მცხოვრებნი, ხშირად დეპრესიით იტანჯებიან, ბევრს ოცნებობენ და ილუზიებით ცხოვრობენ.
მესამე - ამ სართულის მცოვრებნი დიდებისკენ, თანამდებობისა და მატერიალური კეთილდღეობისკენ ისწრაფვიან. მათთვის საზოგადოებაში მაღალი პოზიცია ძალიან
მეოთხე - აქ მცხოვრებნი ხშირად უკმაყოფილონი არიან საკუთარი ცხოვრებით. ის გამუდმებით გარშემო არსებულ რეალობაზე საყვედურობს და კრიტიკას ძალიან მტკივნეულად იღებს.
მეხუთე - კარიერულ ზრდასა და მეტ მოგებას მოგიტანთ.
მეექვსე - ეს სართული ოჯახისთვისაა საკეთილდღეო. მშვიდობა, ბავშვები, სიმყუდროვე და სიყვარული - აი, რის მოცემა შეუძლია მეექვსე სართულს.
მეშვიდე - შემოქმედებითი და ორიგინალური ადამიანებისთვისაა. თუ ამ სართულზე სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები გადავლენ საცხოვრებლად, ისინიც კი, მალე დაიწყებენ სხვებისგან განსხვავებულ ცხოვრებას.
მერვე - ეს წარუმატებელი სართულია. აქ მაქსიმალისტები ცხოვრობენ, რომლებიც ხშირად ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადიან.
მეცხრე - მეცხრე სართულიდან ძლიერი ენერგეტიკა მოდის. აქ ისინი იპოვიან ბედნიერებას, ვინც მიზნისკენ ისწრაფვის. ეს ლიდერების სართულია.
მეათე - ვინც მეათეზე ცხოვრობს, დიდებისა და ლიდერობისკენ ისწრაფვის - ოჯახში, სამსახურში, სამეგობრო წრეში.
მეთერთმეტე - ეს სართული ძლიერი, მებრძოლი ხასიათით აჯილდოვებს. კარგი ვარიანტია, ამბიციური, შემოქმედებითი და ორიგინალური პიროვნებებისთვის.
მეთორმეტე - ამ სართულიდან გამომავალი ვიბრაცია, აქაურ ბინადრებზე ნეგატიურად აისახება. ისინი საკუთარი თავის რწმენას კარგავენ და გამუდმებით მორალური თანადგომა სჭირდებათ.
მეცამეტე - ეს ნოვატორებისა და გამომგონებლების ციფრია. როგორც წესი, მეცამეტე სართულზე უჩვეულო ხალხი ცხოვრობს, რომლებიც რაღაც ახლისა და უნიკალურის შექნას ცდილობენ. თუმცა ხშირად, მათი იდეები გაუგებარია.
მეთოთხმეტე - მათი მთავარი საფიქრალი მატერიალური კეთილდღეობა ხდება. ეს სართული წარმატებული იქნება მათთვის, ვისაც გამდიდრება სურს.
მეთხუთმეტე - ეს სართული, მაცხოვრებლებს შინაგან და გარეგან ხიბლს ჰმატებს. ეს მაცხოვრებლები ადამინებს მიიზიდავენ.
მეთექვსმეტე - ნუმეროლოგიის თანახმად, 16 ადამიანს უფრო რისკიანს, თავისუფალს და ავანტიურულს ხდის. ამ სართულზე მოგზაურები და თავგადასავლების მოყვარულები ცხოვრობენ.
მეჩვიდმეტე - ამ ადამიანებისთვის არ არსებობენ იდეალები. ჭეშმარიტებას თავად ეძიებენ და ბოლოს გადაწყვეტენ, რა არის კარგი და რა ცუდი.
მეთვრამეტე - ეს სართული ადამიანს სურვილებისა და გეგმების რეალიზაციის საშუალებას მისცემს. ხანდხან ძალიან ფიცხები და იმპულსურები არიან.
მეცხრამეტე - ადამიანს ძალაუფლების მოყვარულ ხასიათს სძენს, რაც შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს ადამიანებთან ურთიერთობისას, თუ მის ლიდერულ ბუნებას არ გადააბიჯებს.
მეოცე - ამ სართულის ბინადრები ხშირად ილუზიებში ცხოვრობენ. რეალურ ცხოვრებასთან ბრძოლისა და სირთულეების გადალახვის უნარი არ შესწევთ.
ოცდამეერთე - მათი ფიქრები უფრო მატერიალურია. აქ ყველა სურვილი და ოცნება რეალობად სწრაფად იქცევა.
ოცდამეორე - ადამიანს თავდაჯერებულობას უკარგავს.
ოცდამესამე - ისინი ცხოვრებისგან ბევრს მოითხოვენ, მაგრამ ოცნებების რეალიზებისთვის
ძალიან ცოტა ძალისხმევას ხარჯავენ.
ოცდამეოთხე - განცდებისა და ემოციური არასტაბილურობის რიცხვი. აქ მცხოვრებნი შეგუებულები არიან მოთმენასა და ყველა ნეგატიური სიტუაციის ისე მიღებას, რომ თითქოს აუცილებელია.
ოცდამეხუთე - ეს სართული არასტაბილურობის ენერგეტიკას ასხივებს. მაცხოვრებლები ერთი უკიდურესობიდან მეორეს ხვდებიან და გამუდმებით რაღაც ახლის ძიებაში არიან.
პენი ლეინი