26 იანვარი, 2016
როგორ მივცეთ მამაკაცს რჩევა ისე, რომ გაითვალისწინოს?
მამაკაცები ძალიან ამაყები ვართ და ჩვენთვის რჩევის მოცემა რთულია. პირველ რიგში, თქვენი აზრი ისე უნდა გაგვიზიაროთ, რომ თავმოყვარეობა არ შეგველახოს, მერე მეორე, კაცებს გვგონია, რომ ქალებს კარგი რჩევის მოცემა არ შეუძლიათ. სტატიაში გთავაზობთ საყვარელი მამაკაცის დახმარების ხერხებს.

1. მართებულად დაუსვით შეკითხვები. რჩევის მიცემაზე მნიშვნელოვანი სწორად განსაზღვრული შეკითხვაა, რადგან სწორედ მან შეიძლება მიიყვანოს კაცი საჭირო პასუხამდე და გამოსავალი აპოვნინოს. შეგიძლიათ, გამოიყენოთ მსგავსი წინადადებები: ''გიფიქრია, რომ..." ''იქნებ გონებაში უნდა დავუშვათ, რომ..."

2. კარგად მოუსმინეთ, ცოტა ილაპარაკეთ. თუ
ხმას ამოიღებთ აგრძნობინეთ, რომ მეტი ნიუანსის გაგება გინდათ, გაინტერესებთ თავს როგორ გრძნობს. არაჩვეულებრივი მრჩეველი, უპირველესყოვლისა, მისაბაძი მსმენელია.

3. როცა თქვენს პოზიციას გაუზიარებთ, არ იყოთ ძალიან თავდაჯერებული. ისაუბრეთ რბილად. აქცენტი გააკეთეთ შემდეგ ფრაზებზე: ''მე მგონია," ''ვვარაუდობ, რომ" ''ვგრძობ," ''ვფიქრობ" და ა.შ. თქვენი აზრი შეგიძლიათ ისტორიად მოუყვეთ. მაგალითად, ბიძათქვენიც იგივე სიტუაციაში იყო და ისე მოქიცა, რომ პრობლემიდან თავი დაეღწია.

4. არ სცადოთ, მამაკაცისთვის იმის დამტკიცება, რომ უფრო ჭკვიანი და გამოცდილი ხართ. არ შეასრულოთ კაცისთვის დედის როლი. არ შეხედოთ მას, როგორც პატარა ბიჭს, მიუდექით როგორც ზრდასრულ ადამიანს.

5.
არ აგრძნობინოთ, რომ მშიშარა და სუსტია. პირიქით, მიახვედრეთ, რომ ძლიერი კაცია და ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვას შეძლებს. ვთქვათ, ბიზნესის დაწყება ან სამსახურის გამოცვლა სურს, ნუ ეტყვით, რომ სარისკო ნაბიჯს დგამს. ეს კაცმა თავადაც იცის.

6. არ დაიჟინოთ, რომ თქვენი აზრი გაითვალისწინოს. კაცმა არ უნდა ჩათვალოს, რომ მის პოზიციას პატივს არ სცემთ.

ანდრეა ნარიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS