26 იანვარი, 2016
7 სახის სისუფთავე აღმოსავლურად
აღმოსავლეთში შვიდი სახის სისუფთავე არსებობს. 

1. "ხელების სისუფთავე" - ეს ნიშნავს, ზედმეტი არ აიღო. ამაში ასევე იგულისხმება შემოსავალი, რომელიც უნდა გასცე მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.

2. "ყურების სისუფთავე" - ეს იმას ნიშნავს, რომ არ მოუსმინოთ შეშინებულ, გაბრაზებულ, მოუსვენარ ადამიანებს. ასევე მოერიდეთ ბილწსიტყვაობის, ჭორებისა და არაფრისმთქმელი საუბრების მოსმენას.

3. "თვალების სისუფთავე" - ეს ნიშნავს, თვალები შურისგან, ბოროტებისგან, ვნებისა და შურისძიებისგან დაიცვა.

4. "პირის სისუფთავე" - ეს ნიშნავს, პირი დაიცვათ ზედმეტი საუბრისგან, უკმეხობისგან. "დუმილი - ოქროა".

5. "სხეულისა და სამოსის სისუფთავე"
-
ეს ნიშნავს, სხეულისა და სამოსის სისუფთავე შეინარჩუნოთ.

6. "ფიქრების სისუფთავე" - ეს ნიშნავს, თავიდან ამოიგდოთ უარყოფითი ფიქრები და ბოროტი გაფიქრებები. ასევე ნუ შეიცოდებთ საკუთარ თავს. რატომ უნდა შეიცოდოთ თავი? უმჯობესია, უგულშემატკივროთ თქვენს ახალ, ნათელ წამოწყებას.

7. "სულისა და გულის სისუფთავე" - ეს ნიშნავს, გაუფრთხილდეთ და დაიფაროთ სულიერი იმპულსები, არ უგულებელყოთ ისინი. გიყვარდეთ და სანაცვლოდ ნურაფერს მოითხოვთ. სიყვარული, თავის მხრივ უკვე ბედნიერებაა.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS