25 იანვარი, 2016
ამერიკელი ექიმები გვაფრთხილებენ - ორალური სექსი საზიანოა ჯანმრთელობისთვის
აშშ-ს ექიმებმა გამოაქვეყნეს შედეგები, რომ ორალური სექსით რეგულარული დაკავება, მიმღებისთვის ხორხის კიბოთი დაავადების რისკს 22 %-ით ზრდის.

ადამიანის ერთ-ერთი პაპილომავირუსი, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოსთანაა დაკავშირებული, ორალური სექსის დროს შესაძლოა, პირის ღრუში მოხვდეს და ენაზე, ჯირკვლებზე, სასასა თუ ხორხზე წარმოქმნის სიმსივნურ ქსოვილებს.

მეცნიერები ამ დასკვნამდე, 4 წლის განმავლობაში, 97 ათას ადამიანზე დაკვირვების შემდეგ მივიდნენ. დაკვირვების ქვეშ მყოფ 132 ადამიანს
ხორხის სიმსივნე დაუფიქსირდა.

სულ 15 სახეობის პაპილომავირუსი აღმოაჩინეს, რომლებიც ხორხის კიბოს იწვევს. ჩვეულებრივ პაპილომავირუსი სისხლით, კანითა და
ლორწოვანი გარსით გადაეცემა. მათი უმრავლესობა ადამიანისთვის საზიანო არ არის, ან ონკოლოგიური დაავადებებისა და მეჭეჭების გაჩენის საფრთხის წინაშე დგებით.

დიდ ბრიტანეთში ბოლო 30 წლის მანძილზე, ხორხის სიმსივნე ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ყოველწლიურად ქვეყნის 5 ათას მოქალაქეს უფიქსირდება მსგავსი დაავადება.

როგორც წესი, ხორხის კიბოს სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის ხშირი მიღება იწვევს. პაპილომავირუსს კი გარდა საშვილოსნოს ყელის კიბოსა, ხორხის, სასქესო ორგანოს, საშოს თუ პირის ღრუს კიბოს გამოწვევაც შეუძლია.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS