გადავშალე და ბებოს დღიური დამხვდა. პირველ ფურცელზე ეწერა:„როგორ დავძლიე ცხოვრებისეული პრობლემები:" ჩანაწერის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე მისი სიბრძნე და გამოცდილება თქვენთვისაც გამეზიარებინა:
1. ტკივილი განვითარების განუყოფელი ნაწილია
ხანდახან ცხოვრება კარს იმიტომ გვიხურავს, რომ რომელიმე ეტაპი დავასრულოთ. ამ რადიკალური გზით წინსვლის საშუალებას გვაძლევს. ადამიანებს მოძრაობას მხოლოდ და მხოლოდ დისკომფორტი აიძულებთ.
2. არაფერია მარადიული
როცა წვიმას ვუყურებ, ზუსტად ვიცი, რომ გადაიღებს და მზე გამოანათებს. შემეძლება ეზოში გავიდე და მუშაობა გავაგრძელო. ყოველთვის როცა თქვენს ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგება, იცოდეთ, რომ გასაჭირი ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩაივლის და ბედნიერება მოვა.
3. წუწუნით ვერაფერს შეცვლით
თუ გეგმა ვერ განახორციელეთ, წუწუნი არ ღირს. თავის მართლებით ან სხვისი დადანაშაულებით საქმეს ვერ გამოასწორებთ. დამარცხდით? არაფერი დამთავრებულა სანამ ბრძოლის გაგრძელება შეგიძლიათ.
4. ცხოვრება მშვენიერია
სამყარო ენერგიით დაგმუხტავთ, როცა გაანალიზებთ რომ ყველა ნაკლის მიუხედავად, ცხოვრება მშვენიერია. ისწავლეთ ბედნიერი მომენტებით ტკბობა. მართალია, სიხარული უფრო იშვიათად მოდის და არც თუ ისე ხანგრძლივია, მაგრამ უბედურებისგან ამოსუნთქვის საშუალებას გაძლევთ.
5. ნუ დაიდანაშაულებთ თავს
თუ ბევრი მტერი გყავთ, როგორც ჩანს, ძალიან კარგი ადამიანი ხართ, ან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. არასდროს მისცეთ სხვებს თქვენი შეჩერების უფლება. გჭორავენ? ცდილობენ, გული გატკინონ? მიზეზს საკუთარ თავში ნუ ეძებთ. მათი პრობლემაა რომ შურსა და ბოროტებაზე ხარჯავენ დროს.
რადა მახარაძე