1. როგორც არ უნდა სუნთქავდეთ - პირით თუ ცხვირით - არ იჩქაროთ. რაც უფრო ნელა ჩადის ჰაერი ცხვირსა და ხორხში მით უფრო ადვილად ახერხებს ორგანიზმი მის გათბობას.
2. სუნთქვისას აქცენტი გააკეთეთ ცხვირზე და ნაკლებად დატვირთეთ პირი. თუ მაინც და მაინც პირით გიწევთ სუნთქვა, ძალიან პატარაზე გახსენით ბაგე.
3. არ ისუნთქოთ ღრმად. თუ 30 წამის განმავლობაში ფილტვებს ბოლომდე ცივი ჰაერით
4. ეცადეთ, არ ირბინოთ. სირბილისას ზედმეტ ჰაერს შეისუნთქავთ და გაციების რისკი იზრდება. არ ასწიოთ სიმძიმეები.
5. არ ისუნთქოთ ქარის საპირისპირო მიმართულებით. ამ დროს ცივი ჰაერის ნაკადი თქვენს ორგანიზმში ორმაგი სიძლიერით იჭრება. თუ სხვა გზა არ გაქვთ, გამოიყენეთ თბილი შარფი და მასში ცხვირჩარგულმა ისუნთქეთ.
რადა მახარაძე