1. დაყავით კატეგორიებად
შეაგროვეთ ერთი ტიპის ნივთები. მაგალითად, მიალაგეთ საკანცელარიო და შემეცნებისთვის საჭირო საგნები. იაპონელები გვირჩევენ, რომ დალაგება ტანსაცმლით დავიწყოთ.
2. გადაყარეთ უვარგისი ნივთები
შეხედეთ ოთახში დადებულ თითოეულ საგანს და დაფიქრდით, რა დანიშნულება აქვს მას. თუ საგანს პრაქტიკულად არ იყენებთ და არაფერში გჭირდებათ, მაშინაც კი თუ ლამაზია ან სასიამოვნო მოგონებებს გახსენებთ, გადააგდეთ.
3. გამართეთ დიალოგი უსულო საგნებთან
იაპონელებს სწამთ, რომ
4. მსგავსი ნივთები ერთად დააწვეთ
ერთ საკიდზე დაკიდეთ მხოლოდ პერანგები, მეორეზე - კაბები. ჯინსები დაკეცეთ, ერთმანეთზე დადეთ და ისე მოათავსეთ კარადაში.
5. გათავისუფლდით ფურცლებისგან
შეელიეთ ძველ ჟურნალ-გაზეთებს, სავსე რვეულებს, რომელშიც ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩანაწერები გაქვთ გაკეთებული, სტუდენტობის ან აბიტურიენტობის პერიოდში დაწერილ კონსპექტებს, რომელიც აღარაფერში გამოგადგებათ და ადვილად შეელიეთ ძველ ჩეკებს.
რადა მახარაძე