22 იანვარი, 2016
მაჰათმა განდის 15 ცხოვრებისეული პრინციპი: როდის იმარჯვებს ადამიანი?
მაჰათმა განდი ინდოეთის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი იყო, რომელიც ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. სურდა, თავისი სამშობლო დიდი ბრიტანეთის ტირანიისგან მშვიდობიანი გზით დაეხსნა. იგი მთელი ცხოვრება ებრძოდა ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ტერორიზმს და ქალთა უფლებების დარღვევას.
გთავაზობთ მაჰათმა განდის 15 ცხოვრებისეულ პრინციპს:

1. თავიდან ვერავინ გამჩნევს, მერე ყველა დაგცინის, ამის შემდეგ გებრძვიან, ბოლოს კი შენ იმარჯვებ.

2. იუმორის გრძნობა რომ არ მქონდეს, დიდი ხნის წინ მოვიკლავდი თავს.

3. თუ გინდა, რომ მომავალი შეიცვალოს, მოქმედება დღესვე დაიწყე.

4.
სუსტ ადამიანს მიტევების უნარი არ აქვს... პატიობს ის, ვინც ძლიერია.

5.
ერთადერთ ტირანს ვაღიარებ, ეს არის სინდისი.

6. თუ შენ მიზანს იპოვი, რესურსის პოვნა რთული აღარ იქნება.

7. თუ გინდა, რომ იცხოვრო, სხვებსაც უნდა მისცე ბედნიერად ცხოვრების საშუალება.

8. მე უცოდველი არ ვარ, ამიტომ უფლება არ მაქვს სხვის ცოდვებზე ვილაპარაკო.

9.
შურს მხოლოდ სიყვარული დაამარცხებს, უსამართლობას - სამართალი, სიცრუეს - სიმართლე.

10. თუ ერთმა შეძლო ე.ი. ყველას შეუძლია.

11. ღმერთი სიყვარულია. თუ გიყვარს, ღმერთის მსგავსი ხდები.

12. შენ ხარ ის, რასაც ფიქრობ. შენი ფიქრები ქმნიან შენს პიროვნებას.

13. ძალას ფლობს ის, ვისაც არაფრის ეშინია და არა ის, ვისაც ნავარჯიშები სხეული აქვს.

14. ნამდვილი სილამაზე გულშია. ეცადეთ, ადამიანის გული დაინახოთ.

15. თუ სამყაროს შეცვლა გსურს, საკუთარი თავით დაიწყე.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS