22 იანვარი, 2016
თაობა, რომელმაც სიყვარულის უნარი დაკარგა. რატომ გაქრა სიყვარული 21-ე საუკუნეში?
ამერიკელმი მწერალი პოლ ჰადსონი ფიქრობს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ჩვენ ვიქნებით პირველი თაობა, რომელიც სიყვარულის უნარს დაკარგავს. ის თავისი თეორიის 5 დამამტკიცებელ საბუთს გვთავაზობს:

1. ჩვენი საზრუნავია მომენტალური და წუთიერი სიამოვნება.

21-ე საუკუნის ბოლო ათწლეულის თაობამ ყველაფერი ერთად მიიღო. ადამიანები შეუზღუდავები არიან, იღებენ ყველაფერს, რაც სურთ: ინფორმაციას, სასმელს, გამაბრუებელ საშუალებებს, ნარკოტიკს, საჭმელს, სექსს და ა.შ.

თუ მოგშივდათ და კერძის მომზადება გეზარებათ, გადარეკავთ რესტორანში, რომელიც სახლში მოგართმევთ მზა საკვებს. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, უპრობლემოდ შეხვალთ ინტერნეტში და პასუხს
მიიღებთ. თუ სექსი გინდათ, ქუჩა სავსეა მეძავეებით. არაფრისთვის ბრძოლა აღარ გიწევთ. საქმე იმაშია, რომ მოკლე დროში სურვილის ასრულება კაცობრიობის ჩვევად იქცა. არასდროს ვიცდით, სიყვარულშიც კი...

2. შევქმენით ახალი კულტურა, რომელშიც მთავარი კომპონენტები ნარკოტიკი და ალკოჰოლია

ნარკოტიკი და სასმელი დეპრესიის ''მკურნალობის" ყველაზე გავრცელებული ხერხებია. როგორც კი ცხოვრებაში პატარა პრობლემას წააწყდებით ალკოჰოლს ან გამაბრუებელ საშუალებას მიმართავთ და რეალობას გაურბიხართ. უფროსმა გაწყენინათ? თქვენი დღე ბარში ვისკის ჭიქასთან ერთად მთავრდება. შეყვარებულს ეჩხუბეთ? გონების დაკარგვამდე ილეშებით. თუ ჩვენს თაობას შევადარებთ სხვადასხვა საუკუნის ხალხს, აღმოვაჩენთ რომ მავნე ჩვევებზე მათზე მეტად ვართ დამოკიდებული. ნარკოტიკი და სასმელი სიყვარულის დაუძინებელი მტერია. ისინი ალტერნატიული რეალობის ილუზის გვიქმნიან და რეალურ შეგრძნებებს გვაშორებენ, მათ შორის სიყვარულს და ბედნიერებას.

3. უსიყვარულოდ ვკავდებით სექსით

ვიღაცის სქესობრივი ცხოვრება ნაკლებად აქტიურია, ვიღაცის კი პირიქით. ასე თუ ისე სექსი ყველას აქვს. სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტნიორთან. უსიყვარულო სექსი სიცარიელის განცდას გიტოვებთ. დილას იღვიძებთ ქალის/კაცის გვერდით, უყურებთ მას და არაფერს გრძნობთ ზიზღის გარდა. უაზროდ სექსს ადამიანები მარტოობის გასაქრობად მიმართავენ, მაგრამ საპირისპირო ეფექტს იღებენ. ახალმა თაობამ არ იცის, როგორ უნდა დაკავდეს სიყვარულით, მათთვის ინტიმი მხოლოდ ფიზიოლოიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებაა.

4. არ ვიცით დათმობა

სიყვარულის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი კომპრომისია. არც ერთ თანამედროვე ადამიანს არ უყვარს დათმობაზე წასვლა, სწორედ ამიტომ წყვილები ძალიან მალე შორდებიან და მათი ურთიერთობა ზედაპირულია.

5. ხალხის დიდ ნაწილს საერთოდ არ ესმის რა არის სიყვარული

თქვენი ნაცნობების უდიდეს ნაწილს არასდროს ჰყვარებია, მაშინაც კი თუ რომანი ჰქონია. ბევრი ფიქრობს, რომ სიყვარული მითია. მიზიდულობას ჰორმონები განსაზღვრავს. ''სიყვარულიც" სექსით შემოიფარგლება. თუ ქალთან სექსი აღარ გინდათ, ის ''გადაგიყვარდათ." სიყვარულის ღარიბი სულისა და დაბალი ინტელექტის ადამიანებს არ სჯერათ.

ანდრეა ნარიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS