მოდის ამ კანონმდებლების რჩევები, ყველა ქალს გამოადგება:
1. "ჩვენი პირველი კანონი: არავითარი კანონები."
"პირველ რიგში განთავისუფლდით, ყველამ ის უნდა აიღოს, რაც ბედნიერს ხდის. ჩვენი მთავარი სურვილია - ქალმა თავი ლამაზმანად იგრძნოს, ისე, რომ საკუთარ თავთან იყოს თავისუფლად".
2. "გამოსახულება საგანს ქმნის. ვის
"იპოვეთ რაიმე დეტალი, რაც თქვენს ინდივიდუალიზმს სამოსით აჩვენებს. ეს შესაძლოა წვრილმანი იყოს, მაგრამ ისეთი, რაც მხოლოდ თქვენთვის იქნება დამახასიათებელი".
3. "სამოსი ყველაფერზე ზემოქმედებს: დაწყებული, ადამიანის იუმორის გრძნობიდან, საკუთარი თავის აღქმით დამთავრებული."
"ქალებს ზღაპრული, პრინცესული ცხოვრება სურთ, ლამაზ სამოსსა და გვირგვინში გამოწყობილებს. როცა ადამიანი კომპლიმენტებს იღებს, ის თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს, ამიტომ გვსურს, ყველა თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეს. დაე, ეს გრძნობა ყოველთვის თქვენთან იყოს".
4. "ლამაზი საცვალი - სექსუალურობის პირობაა. ეს საკუთარი სხეულის პატივისცემის საკითხია".
"როცა პოდიუმზე გასასვლელად მოდელს ვამზადებთ, პირველ რიგში ბიუსჰალტერს ვთავაზობთ - ატლასის, მაქმანიანი. თქვენ ვერასდროს ნახავთ სამხრეთ იტალიელ ქალს ბიუსჰალტერის გარეშე. ვერასდროს!"
5. "ყველა ქალის გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს პატარა შავი კაბა და ბრწყინვალე აქსესუარები, რათა მისი თითოეული მხარე განსაკუთრებულად აქციოთ".
6. "ტრენდებს ნუ ეძებთ - ეძებეთ ის, რაც გიხდებათ".
"გაცილებით მარტივია იპოვო ის, რაც შენ გიხდება და არა ის, რაც მოდაშია. როცა გიყვარს რასაც ატარებ, სამოსი სიცოცხლეს იძენს. მოდა ხშირად შემოქმედებითია, თანამედროვე და მოხდენილი კი შესაძლოა, მეთევზეც აღმოჩნდეს".

7. "ყურადღება გაამახვილეთ კორსეტზე - ქალურობისა და სინაზის სიმბოლო".
"თუ კორსეტი გაცვიათ, ერთი ზომა გაკლდებათ. ამბობს დომენიკო. ის ყველაფერს, რაც მაღლა უნდა იყოს, სწევს და სხეული იდეალური ხდება".
8. "თქვენ ვერასდროს განვითარდებით, თუ შეგშურდებათ. უნდა შეგეძლოთ აღფრთოვანება და დათმობა".
"არის მომენტები, როცა ძველ სურათებს უყურებ და წარსულში საკუთარი თავი არ მოგწონს. და მადლობა ღმერთს, რომ ეს ხდება! ეს იმიტომ რომ ჩვენ ვვითარდებით".

9. "მთავარია, თავი თავდაჯერებულად და ბუნებრივად იგრძნოთ".
"სექსუალურად შესაძლოა უბრალო, თეთრ პერანგშიც გამოიყურებოდეთ. საქმე მანერებში, გამოხედვასა და ჟესტებშია, არავითარ შემთხვევაში სამოსში. ეს გონებისა და სხეულის ურთიერთქმედების ხელოვნებაა. ყველაფერი გონებაზეა დამოკიდებული".
10. "იმისთვის რომ ლამაზი იყოთ, იდეალურობა აუცილებელი სულაც არ არის".
" ჭეშმარიტად სექსუალური, შესაძლოა თქვენი სილუეტის მხოლოდ ერთი ნაკვთი იყოს. მე პირადად მომწონს ქალები, რომლებიც იდეალურები არ არიან. მაგალითად, მომწონს მოგრძო ცხვირიანი გოგონები. ცხვირი - ეს ხასიათია,- ამბობს სტეფანო. ბევრ ქალს ცხვირის შესწორება სურს, მე კი მხიბლავს."
პენი ლეინი