1. ქალი დეტალებზეა ორიენტირებული, კაცი კი ''კომპოზიციას" მთლიანობაში აღიქვამს.
არასდროს დაგავიწყდეთ, რომ კაცი მონადირეა. სწორედ ამიტომ მას სხვაგვარი ხედვა აქვს. იმისთვის რომ კაცი მიიზიდოთ, თქვენი სხეულის კონტურმა შორიდანვე უნდა მიიქციოს მისი ყურადღება. პირველ რიგში, ის შეაფასებს თქვენს სიმაღლეს, წონას,
სარკიდან 3 მეტრიანი დაშორებით დადექით და საკუთარ თავს დააკვირდით. რას ხედავთ? თუ შორიდან ლამაზი ხართ, კაცი სექსუალურ ქალად აგღიქვამთ.
2. კაცი ყურადღებას აქცევს
მონადირე პოტენციური მსხვერპლის მოძრაობას ყურადღებით აკვირდება. იყავით ენერგიული, მაგრამ არ გადაამლაშოთ. თქვენი სიარული და მიმოხრა ჰაეროვანი უნდა იყოს.
ქალი, რომელსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, უფრო დახვეწილად და ელეგანტურად დადის. ის მხრებშია გამართული, თავი უნებურად მაღლა აქვს აწეული და მისი კისერიც მოღერებულია. თუ თქვენ ყურადღებას არ აქცევთ თქვენს მოძრაობას, კაცები არასდროს ჩაგთვლიან მიმზიდველ ქალად.
3. კაცების უმეტესობა მოდაში ვერ ერკვევა
მესამე შეცდომა, რომელსაც თითქმის ყველა ქალი უშვებს მოდას უკავშირდება. თავდავიწყებით ნუ გადაიჭრებით გლამურის სფეროში. მამაკაცისთვის თქვენი საგულდაგულოდ გაკეთბული თანამედროვე კოსა ზუსტად ის კოსაა, რომელსაც ქალები წლების წინ ატარებდნენ. იყავით ზომიერად ელეგანტური, გემოვნებიანად შეახამეთ ფერები, ატარეთ პრაქტიკული ბიჟუტერია. კაცისთვის სხვა ელემენტებს მნიშვნელობა არ აქვს.
დასკვნითი ნაწილი
იმისთვის რომ კაცს თავი მოაწონოთ:
1. შორიდან შეაფასეთ საკუთარი თავი.
2. უნდა იყოთ ჰაეროვანი და ელასტიური.
3. უნდა წაიკითხოთ მეტი წიგნი და ნაკლები მოდის ჟურნალი.
ანდრეა ნარიანი