ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია).
- მაღაზიებში ხატებისა და ჯვრების დიდი არჩევანია. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ახალ საეკლესიო ნივთს ვყიდულობთ?
- სახლში
- ზოგჯერ ჯვარი ან ხატი დროთა განმავლობაში ზიანდება. რა მოვუხერხოთ მათ, სად წავიღოთ?
- ტაძრებში სპეციალურად აქვთ დაზიანებულ სიწმინდეთა დასამარხი კუთხე. ადრე წმინდა წერილი როდესაც ცვდებოდა, სპეციალური წესით "ასაფლავებდნენ" ხელნაწერებს, რასაც "პერგამენტთა დამარხვის" რიტუალი ეწოდებოდა. დღესაც, ანალოგიურად, უნდა არსებობდეს ტაძრებში სიწმინდეთა სამარხი, თუ მათი აღდგენა ვერ ხერხდება დაზიანების გამო.
- ცოდვად ითვლება თუ არა, როცა უდიერად ვექცევით საეკლესიო ნივთებს?
- სიწმინდისადმი უდიერად მოპყრობა საკუთარ თავზე წყევლის მომარაგებაა. სჯულის კანონი ასეთებს ზიარებიდან განყენებას და შეჩვენებას უთვლის. ვისწავლოთ კრძალულება და შევთხოვოთ უფალს მეტი გონივრულობა. თავად თუ ვერ ვუვლით, ნურც შევიძენთ და რომც მოგვაწოდონ საჩუქრად, უარი ვუთხრათ. ასეთ დროს უმჯობესია ისეთი ადამიანის ხელში იყოს, ვინც მთელი შეგნებით მოუვლის, ვიდრე ისეთი ადამიანის სახლში, რომელიც ზედ ტაფასა და უთოს დაადებს.
- როცა სახლში ნამწვავი სანთლები გვრჩება, რა მოვუხერხოთ მათ?
- თუ სახლში არ გვაქვს წმინდა ადგილი, სადაც შეგვიძლია დავწვათ, მაშინ ვთხოვოთ ეკლესიაში, რომ მიუმატონ იმ ნამწვავებს, რომელიც თავად რჩებათ. გაგრძელება