22 იანვარი, 2016
6 მითი მამაკაცებზე, რომლებიც არ უნდა გჯეროდეთ
მამაკაცებზე რამდენიმე ჭეშმარიტება აშკარაა: აღმერთებენ ლუდს, თავს ყოველთვის განსაკუთრებულ პიროვნებად მიიჩნევენ და გულწრფელად სჯერათ, რომ ნახევარი წლის შემდეგ ონკანი თავისით შეკეთდება. თუმცა არსებობს ისეთი ფაქტები, რაც სიმართლე გგვგონია.

მითი N 1
- მამაკაცებს სულელი გოგონები მოსწონთ
შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მამაკაცებს ჭკვიანი, განათლებული, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალები იზიდავთ. 

მითი N 2
- მამაკაცებს მხოლოდ სექსი უნდათ, ზედმეტი პასუხისმგებლობის გარეშე
ყველა მამაკაცს არ სურს ერთჯერადი სექსი. თუმცა შემთხვევითი სექსის ინტერესი არამარტო მამაკაცებს, ქალებსაც ამოძრავებთ. რამდენადაც არ უნდა
უყვარდეს მამაკაცს გართობა ან შემთხვევითი სექსი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სერიოზული ურთიერთობა არ სურს, რომელიც სიყვარულზე იქნება დაფუძნებული. ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

მითი N 3
- მამაკაცებს ბიოლოგიური საათები არ აქვთ
ასაკთან ერთად მამაკაცების რეპროდუქციული სისტემა უარესდება. რა თქმა უნდა, ქალებისა და მამაკაცების ბიოლოგიური საათები სხვადასხვაგვარად მუშაობს. ქალებს, გარკვეულ ასაკში, მოულოდნელად ეცემა ესტროგენის დონე, ეს გარდაუვალია. ხოლო მამაკაცებში ტესტოსტერონის დაცემა 25 წლის შემდეგ იწყება. 

მითი N 4
- პენისის ზომა ფეხის ზომის თანაბარია
ამის არავითარი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. ეს უფრო სოფლურ ლეგენდას ჰგავს, რომელიც უკვე დიდიხანია დამკვიდრდა.

მითი N 5
- მამაკაცებს ორგაზმის იმიტაცია არ შეუძლიათ
გასაგებია, რომ ორგაზმის გაყალბება მამაკაცს პრეზერვატივის საშუალებით შეუძლია, თუმცა არც ამის გარეშეა შეუძლებელი.

მითი N 6
- მამაკაცები სექსზე ყოველ 7 წამში ფიქრობენ

ყოველ 7
წამში ფიქრი, დღეში 8000-ზე მეტი გამოდის. ასე რომ იყოს, ადამიანები არამარტო სექს-დამოკიდებულები გახდებიან, არამედ ფსიქიკაც სერიოზულად დაერღვევათ. 

პენი ლეინი





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS