21 იანვარი, 2016
4 ხერხი ეროტიკული მასაჟისგან მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად
თუ საყვარელი კაცისთვის/ქალისთვის ეროტიკული მასაჟის გაკეთებას გადაწყვეტთ, სტატიაში მოცემული 4 ხერხი აუცილებლად გაითვალისწინეთ:

1. შექმენით საჭირო ატმოსფერო

ინტიმური ატმოსფერო დამატებითი სტიმულაციაა. სწორად შეარჩიეთ არომატული ზეთები და სანთლები. გამოიყენეთ შემდეგი სურნელები: ვანილი, ჟასმინი, ქოქოსი, შოკოლადი, ყავა, ვარდი. ჩართეთ ინტიმური მუსიკა, მაგალითად: ბიონსეს  Haunted ან crazy in love remix. ოთახში მზის სხივი არ უდა იჭრებოდეს, ამიტომ ის მაქსიმალურად ჩააბნელეთ. შეგიძლიათ აანთოთ აბაჟური, რომელსაც წითელი ან იასამნისფერი შუქი აქვს.

2. მასაჟამდე ერთად იბანავეთ

ეროტიკული მასაჟი გაცილებით უფრო სასიამოვნო ხდება თუ
წინ ცხელი აბაზანა უსწრებს. წყალი კანს უფრო მგრძნობიარეს ხდის და ნერვულ რეცეპტორებსაც ააქტიურებს. სწორედ ამიტომ ყოველი შეხება სიამოვნებას მიანიჭებს თქვენს პარტნიორს.

3. არაფერზე იფიქროს

თუ გსურთ, მასაჟმა მაქსიმალურად იმოქმედოს, მის პროცესში არაფერზე არ უნდა ფიქრობდეთ. ხოლო თუ მასაჟისტის პოზიციაში თქვენ ხართ, იგივე ურჩიეთ საყვარელ ადამიანს.

4. მასაჟის კეთებისას გამოიყენეთ მთელი სხეული

ექსპერიმენტების ჩატარების ნუ შეგეშინდებათ. არსად წერია, რომ მასაჟი მაინც და მაინც ხელებით უნდა გაკეთდეს. ჩართეთ ფეხები, მკერდი, ზურგი... მასაჟის გაკეთებისას არ გამოიყენოთ მკვრივი საგნები, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტნიორს შეიძლება რაიმე ატკინოთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS