21 იანვარი, 2016
როგორ რეაგირებენ კაცები და ქალები სქესობრივ შიმშილზე?
ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება სქესობრივად პასიური ცხოვრების ეტაპი. ამ დროს პიროვნებას შიმშილი ეწება. ქალები და მამაკაცები მასზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ:

როგორ იქცევიან კაცები?

1. ფიქრობენ, რომ უშნო და არასასურველი ქალი არ არსებობს.

2. ძალიან მარტივად იღგზნებიან ან პირიქით, საერთოდ აღარ აქვთ ერექცია.

3. ეკარგებათ მადა.

4. ქალებს ყველგან და ყოველთვის აკვირდებიან. სამსახურში - კოლეგებსა და კლიენტებს, ქუჩაში - უცნობებს, ეზოში - მეზობლებს. შეუძლიათ, ქალთა შახმატის ჩემპიონატსაც კი უყურონ.

5. გამუდმებით ეროტიულ სიზმრებს ნახულობენ.

6.
ქალს ხელზე ისე კოცნით, რომ ჩალურჯებას უტოვებთ.

7. ნებისმიერი ქალს ჩახუტებისას ძლიერად უჭერენ ხელს.

8. აღარ ყიდულობენ პრეზერვატივს, ან ძალიან ბევრ პრეზერვატივს იძენენ და სულ ჯიბით დააქვთ, იმის მიუხედავად რომ ვერ/არ იყენებენ.

9. ზუსტად იციან, რა იქნებოდა მათი ბოლო სურვილი, რომ კვდებოდნენ... სექსი!

როგორ იქცევიან ქალები?

1. ქალები რწმუნდებიან იმ მოსაზრების მართებულობაში, რომ ყველა კაცი ერთნაირია.

2. ოცნებობენ პრინცზე, მაგრამ თეთრი რაში და ტანსაცმელი აღარ ფიგურირებს მათ ფიქრებში.

3. მუზეუმებში დადიან, ხელოვნების ერთ ნამუშევართან საათობით დგანან და უნებურად ყველა დეტალს იმახსოვრებენ.

4. ხშირად სვამენ ალკოჰოლს ან არასდროს ეკარებით სასმელს, ეშინიათ სიმთვრალეში რამე არ მიქარონ.

5. უბრალო მაისურში გამოწყობილი მამაკაციც კი მოდურად ჩაცმული ჰგონიათ.

6. ხშირად ავადმყოფობენ.

7. ის მოსაზრება, რომ კულტურულ ქალს სექსი იშვიათად უნდა ჰქონდეს, აღარ ეჩვენებათ მიმზიდველად.

8. ყიდულობენ ძვირადღირებულ ნივთებს, მაგალითად მანქანას.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS